in

კი თუ არა? მართლა მოხდა თუ არა ეს მსოფლიო ჩემპიონატზე

ფეხბურთის ისტორიაში და მათ შორის მსოფლიო ჩემპიონატებზე ბევრი უცნაური, სკანდალური ფაქტი მომხდარა. ზოგი რამ ვერ დამტკიცდა, ზოგი ყველამ იხილა, რაღაცეები ლეგენდებად დარჩა და ა.შ. ახლა კი თქვენთვის მარტივი ტესტია – უბრალოდ უნდა დააფიქსიროთ, ასეთი რამ მართლა მომხდარა მუნდიალებზე თუ არა.

  • შეკითხვა

    2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სტადიონზე ხარი დაკლეს, რათა „მადლობა ეთქვათ წინაპრებისთვის და წარმატებისთვის მოეხმოთ“?

    • კი
    • არა
  • შეკითხვა

    ერთ-ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთელმა უარი თქვა მოედანი დაეტოვებინა. ის პოლიციამ გაიყვანა…

    • კი
    • არა
  • შეკითხვა

    ლუის სუარესმა 3-ჯერ უკბინა მსოფლიო ჩემპიონატებზე?

    • კი
    • არა
  • შეკითხვა

    გფრ-ს ნაკრები დაადანაშაულეს, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში ჩაწყობილი მატჩით მოხვდა?..

    • კი
    • არა
  • შეკითხვა

    1998 წელს საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მსოფლიო თასი მოიპარეს?

    • კი
    • არა
  • შეკითხვა

    გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯმა ერთ მატჩში ერთ ფეხბურთელს 2 ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ არ გააგდო?

    • კი
    • არა
  • შეკითხვა

    1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე ცნობილ მომღერალს პენალტი უნდა დაერტყა, რის შემდეგ კარი ნაწილებად უნდა დაშლილიყო. მაგრამ მან ბურთი კარში ვერ მოარტყა?

    • კი
    • არა
  • შეკითხვა

    2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ბრაზილიელმა მომიტინგეებმა ზეპ ბლატერს მონეტები და კუპიურები დააყარეს?

    • კი
    • არა
  • შეკითხვა

    არბიტრი, რომელიც 2002 წელს იტალიისა და სამხრეთ კორეის მატჩს მსაჯობდა (ტოტი გააგდო), 2 წელი ციხეში გაატარა ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის?

    • კი
    • არა
  • შეკითხვა

    2006 წელს ტოგოს ნაკრების მწვრთნელი ტურნირის მსვლელობისას დანიშნეს?

    • კი
    • არა

This post was created with our nice and easy submission form. Create your post!

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0