in ,

ქვიზი: ევროპის ჩემპიონატის ფინალი

ევროპის მე-16 ჩემპიონატი მალე აიღებს სტარტს და 24 გუნდი საკუთარი მიზნების მიღწევისთვის ბრძოლას შეუდგება. ალბათ ყველას უნდა ფინალში გასვლა, მაგრამ 11 ივლისს „უემბლიზე“ მხოლოდ ორი გუნდი იქნება. გადავხედოთ წინა ევროპის პირველობების ფინალებს და ერთი-ორი კითხვა ბომბარდირებსაც შევაწიოთ.

  • შეკითხვა

    დაასახელეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალური წყვილი, როდესაც პირველად გაირკვა გამარჯვებული პენალტების სერიაში?

    • იტალია – იუგოსლავია
    • ჩეხოსლოვაკია – გფრ
    • ესპანეთი – სსრკ
    • გერმანია – ჩეხეთი
  • შეკითხვა

    ყველაზე ხშირად რა ანგარიში დაფიქსირებულა ფინალში (არ იგულისხმება დამატებითი დრო, მხოლოდ ძირითადი)?

    • 1:0
    • 2:1
    • 2:0
    • 1:1
  • შეკითხვა

    ერთადეთხელ მომხდარა, რომ ფინალი ფრედ დასრულდა და ჩატარდა გადათამაშება. ვინ მოუგო ვის?

    • იტალიამ იუგოსლავიას
    • დასავლეთ გერმანიამ დაამარცხა სსრკ
    • გერმანიამ აჯობა ჩეხეთს
    • ჩეხოსლოვაკიამ მოუგო დასავლეთ გერმანიას
  • შეკითხვა

    1988 წლის ფინალში ნიდერლანდებმა 2:0 მოუგო სსრკ-ს. მეორე ტაიმში ვან ბასტენმა დაუვიწყარი გოლი გაიტანა დასაევის კარში. ვინ გაიტანა ამ მატჩში პირველი გოლი?

    • ვან ბასტენი
    • რონალდ კუმანი
    • ვანენბურგი
    • გულიტი
  • შეკითხვა

    2004 წლის ფინალში პორტუგალიამ შინ ფინალში წააგო საბერძნეთთან. ვინ იყო პორტუგალიის მწვრთნელი

    • სკოლარი
    • ანტონიო ოლივეირა
    • ხავიერ კლემენტე
    • არტურ ჟორჟე
  • შეკითხვა

    ამ ფეხბურთელთაგან ერთმა მოახერხა და ევროპის ჩემპიონატის ორ ფინალში გაიტანა გოლი?

    • ვან ბასტენი
    • მიშელ პლატინი
    • ფერნანდო ტორესი
    • გერდ მიულერი
  • შეკითხვა

    რომელ გუნდს მოუგია ფინალში ყველაზე დიდი ანგარიშით?

    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • ნიდერლანდები
    • ესპანეთი
  • შეკითხვა

    სამ გერმანელ ფეხბურთელს აქვს ფინალში დუბლი შესრულებული. ესენი არიან მიულერი, ბირჰოფი და…

    • ჰრუბეში
    • ნეტცერი
    • ბეკენბაუერი
    • ბრაიტნერი
  • შეკითხვა

    ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფინალში გუნდს ქართველი ფეხბურთელი კაპიტნობდა. ვინ იყო ის?

    • ხურცილავა
    • მეტრეველი
    • ჩივაძე
    • ძოძუაშვილი
  • შეკითხვა

    პირველი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, სსრკ-ს ძირითადში სამი ქართველი თამაშობდა – მეტრეველი, მესხი და…

    • კახი ასათიანი
    • შოთა იამანიძე
    • გივი ჩოხელი
    • ავთანდილ ღოღობერიძე
  • შეკითხვა

    ევრო 2000-ის ფინალში იტალია საფრანგეთს 1:0-ს უგებდა, მაგრამ მსაჯის მიერ წამატებულ 93-ე წუთზე ფრანგებმა გაათანაბრეს და მერე დამატებით დროში მოიგეს კიდეც. ვინ გაათანაბრა ანგარიში ძირითადი დროის მიწურულს?

    • დეშამი
    • დესაი
    • დიუგარი
    • ვილტორი
  • შეკითხვა

    რომელი ნაკრები ყოფილა ევროპის ჩემპიონატების ფინალში ყველაზე ხშირად?

    • გერმანია
    • ესპანეთი
    • იტალია
    • საფრანგეთი
  • შეკითხვა

    ვინ არის ევროპის ჩემპიონატების ბომბარდირი, იგულისხმება ყველა ტურნირი ერთად და არა ცალკეულად?

    • პლატინი
    • პლატინი და რონალდო
    • შირერი იბრაჰიმოვიჩი
    • იბრაჰიმოვიჩი
  • შეკითხვა

    1968 წლის ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა იუგოსლავიელი დრაგან ჯაიჩი. რამდენი გოლი გაიტანა?

    • 8
    • 5
    • 11
    • 2
  • შეკითხვა

    ვინ გახდა ევრო 2016-ის ბომბარდირი?

    • ბეილი
    • აზარი
    • გრიზმანი
    • რონალდო

This post was created with our nice and easy submission form. Create your post!

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0