in

PLANETRUGBY-მ ბორჯღალოსანთა შესახებ ვრცელი სტატია შემოგვთავაზა

ცნობილი სარაგბო გამოცემა Planetrugby საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებებს გამოეხმაურა და ვრცელი სტატიაც მიუძღვნა.

მათი აზრით, “ბორჯღალოსნებმა” გულშემატკივრებს ნამდვილი სიურპრიზი მოუწყო.

“რა თქმა უნდა, იაპონიისა და ფიჯის ნაკრებებს შესანიშნავი შემოდგომის სერია ჰქონდათ, თუმცა საქართველოს ეროვნულმა გუნდმა უელსის პირველად დამარცხებით ყველა გააკვირვა.

ამგვარად, საქართველომ წელიწადი შთამბეჭდავად, 10 მატჩიდან 7 გამარჯვებით დაასრულა – პორტუგალიას დაუზავდა, არგენტინა XV-სა  და სამოასთან კი დამარცხდა.

ლევან მაისაშვილის გუნდმა რაგბი ევროპის მოგება ზედიზედ მეოთხედ შეძლო და ჯამში მე-14 ტიტული მოიპოვა – ამ ტურნირზე ესპანეთი, ნიდერლანდები, რუმინეთი და ესპანეთი დაამარცხა.

მიუხედავად არგენტინასთან მარცხისა (24:30), ქართველებმა საკუთარი თავის ირწმუნეს და ერთ კვირაში ბათუმში ისტორია დაწერეს, როდესაც “ექვსი ერის” წევრ იტალიის ნაკრებს 28:19 სძლიეს.

მათი შერკინების ხაზი უელსის წინააღმდეგ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. უნდა აღინიშნოს ნაკრების ახალი წევრების, ნიკა აბულაძისა და ალექსანდრე ქუნთელიას თამაში. თედო აბჟანდაძისა და დავით ნინიაშვილის მოედანზე მოქმედებები კი ცხადყოფს, რომ “ბორჯღალოსნებს” ნებისმიერი დაცვის ხაზის გარღვევა შეუძლიათ” – წერს გამოცემა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ემანუელ მარკონმა საფრანგეთისა და ინგლისის შედეგი იწანასწარმეტყველა

ფერნანდუ სანტუში: რონალდუსთან არანაირი პრობლემა არ მაქვს