გუშინ, ევროპაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის რამდენიმე მატჩი გაიმართა, მაგრამ დღის მთავარი სენსაციის ავტორი საქართველოს ეროვნული ნაკრები იყო. “ჯვაროსნებმა” ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” შვედეთი 2:0 დაამარცხეს.
ამ მატჩს უცხოურ მედიაში ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მთავარი სასაუბრო თემა საქართველოს ნაკრებიცაა.
OptusSport-მა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ FIFA-ს რეიტინგში, 93-ე ადგილზე მყოფმა საქართველოს ნაკრებმა, მე-18 ადგილზე მყოფი შვედეთის ნაკრები დაამარცხა.
GIPHY App Key not set. Please check settings