in

NBA-ში მაქსიმალური კონტრაქტების დღეა, იოკიჩი და ბუკერი 490 მილიონს გამოიმუშავებენ, დურანტმა წასვლა გადაწყვიტა

საკალათბურთო სეზონი დასრულდა და გუნდები ცხელი ზაფხულის ფაზაში არიან, როცა ვარსკვლავებმა კონტრაქტები უნდა გაახანგრძლივონ ან თავისუფალი აგენტები გახდნენ.

დღეს დილით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დიდი სიახლეები გამომზეურდა. „ფინიქს სანსის“ სუპერვარსკვლავმა დევინ ბუკერმა ახალი, 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა რადროშიც 224 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ასეთ კონტრაქტს სუპერმაქსი ქვია და ყველა შესაძლო დოლარს ითვალისწინებს. 25 წლის ბუკერმა გასულ სეზონში, საშუალოდ 26.8 ქულა დააგროვა. სულ ცოტახნის წინ დაიწერა, რომ დევინ ბუკერი ვიქტორია სეკრეტის მოდელ კენდალ ჯენერს დასცილდა, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაბიჯი მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა.

მორიგი სუპერკონტრაქტი მიიღო ნიკოლა იოკიჩმა. 27 წლის სერბი, რომელმაც გასულ სეზონში, საშუალოდ 27.1 ქულა, 13.8 მოხსნა და 7.1 ასისტი დააგროვა, მომდევნო 5 სეზონის განმავლობაში 264 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. იოკიჩი 20/21 წლების მვპ გახდა.

კევინ დურანტის მოგზაურობას ბოლო არ უჩანს. „espn”-თან ინტერვიუში „ნეთსის“ გენერალურმა მენეჯერმა, შონ მარკსმა დაადასტურა, რომ დურანტმა გაცვლა მოითხოვა. სეზონში 50 მილიონი დოლარის გამმომუშავებელ დურანტს ამ ეტაპზე „მაიამისა“ და „ფინიქსის“ ვარიანტები აქვს, მაგრამ „ბრუკლინი“ ალტერნატიულ ვარიანტებზეც მუშაობს. დურანტი ლიგის ორგზის ჩემპიონია და ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო შემტევად არის მიჩნეული.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიგა ჭიკაძე UFC-ის დიდების დარბაზში შევიდა!

ფიფა მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევრად ავტომატურ VAR-ის სისტემას გამოიყენებს