in

NBA ქართველების გარეშე: გოგა და სანდრო ევროპაში მოდიან?

დიდი შანსია საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა აშშ დატოვონ და კარიერა ევროპაში გააგრძელონ.

გოგა ბითაძის დამატებით ევროლიგის მოქმედი გამარჯვებული „პანათინაიკოსია“ დაინტერესებული. ბერძნები აქტიურად ეძებენ ახალ ცენტრს და გოგა მათთვის იდეალური კანდიდატურაა, მით უმეტეს მას ევროლიგაზე თამაშის გამოცდილებაც გააჩნია.

სანდრო მამუკელაშვილით კი თურქული გრანდი „ფენერბახჩეა“ დაინტერესებული. თურქულ პრესაში აქტიურად იწერება „მილოუკის“ კალათბურთელით დაინტერესების შესახებ.

არც ბითაძეს და არც მამუკელაშვილს ამერიკაში საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევათ და ხმები მათი ტრანსფერის შესახებ აბსოლუტურად ბუნებრივია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ორმაგი მოტივაციით ვემზადებით: მეხუთე ვარჯიში ავსტრიულ შეკრებაზე

მიქაუტაძის ფასი გაიზარდა