in

NBA-ს რეგულარული სეზონი გოლდენ სტეიტის გამარჯვებით დაისტარტა!

მოქმედმა ჩემპიონმა, “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” რეგულარული სეზონი წარმატებით დაიწყო. სტივ კერის გუნდმა ძალები “ლეიკერსთან” მოსინჯა. ამერიკული პრესის შეფასებით, ოქროს შტატელები და ელეი დასავლეთ კონფერენციის მთავარი ფავორიტები არიან. გოლდენმა 123:109 მოიგო.

საუცხოო იყო სტეფ კარი, რომელმაც 33 ქულას 6 მოხსნა და 7 ასისტი წაამატა. ჩინებული იყო მეფე ლებრონიც, მაგრამ მისმა 31 ქულამ 14-მა მოხსნამ და 8 ასისტმა საერთო წარმატება ვერ მოიპოვა.

მეორე მატჩში კი “ბოსტონ სელტიკსმა” “ფილადელფია” 126:117 დაამარცხა. ჯეილენ ბრაუნმა და ჯეისონ ტეიტუმმა 35-35 ქულა ჩააგდეს, სტუმართაგან კი ჯეიმს ჰარდენი იყო შესანიშნავი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ბაბუაწვერას ანგარიშზე 35 ქულა 8 მოხსნა და 7 ასისტი იყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პორტუგალია, ნიდერლანდები და ბელგია – მეტოქეთა მცირე ანალიზი

შერმადინის 13 ქულა