NBA-სა და ევროლოგის ვარსკვლავები არგენტინის მუნდიალზე მოგებას გამოეხმაურნენ.
„მესი – უდიადესია“ – დაწერეს ლებრონ ჯეიმსმა, დონოვან მიტჩელმა, ტრეი იანგმა და ჯეიმს ჰარდენმა სოცქსელებში და „თხის“ ემოჯი გამოიყენეს (G.O.A.T. – „უდიდესი ისტორიაში“).
„რა ფინალი! ძალიან მიხარია მესის გამო“ – კომენტარი გააკეთა „დალასის“ ვარსკვლავმა დირკ ნოვიცკიმ.
„ფეხზე მდგომი ვუკრავ ტაშს“ – უხაროდა დიდების დარბაზის წევრს, ლეგენდარულ არგენტინელ მანუ ჯინობილს.
კიდევ ერთმა არგენტინელმა, „ცრვენა ზვეზდას“ ფორვარდმა ლუკა ვილდოსმა სოცქსელებში გამოაქვყენა სურათი, რომელზეც დიეგო მარადონაა მსოფლიო თასით და მესი, რომელიც მიდის ამ ტროფეისკენ, შემდეგ კი ლეო, რომელიც თასს კოცნის.
„ბარსელონას“ არგენტინელი მცველი ნიკოლას ლაპროვიტოლა მატჩის ბოლოს გასახდელში უყურებდა და გამარჯვება ემოციურად აღნიშნა, როდესაც მწვრთნელ შარუნას იასიკიავიჩუსს ჩაეხუტა.
ლუკა ვილდოსას სთორი:
GIPHY App Key not set. Please check settings