in

#MVPMovistar Giorgi Shermadini: ესპანეთის MVP-ის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო

ესპანეთის პროფესიულ საკალათბურთო “ლიგა ენდესაში” საუკეთესო მოთამაშისა და სიმბოლური ხუთეულების გამოვლენა დაიწყო. საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება, რომელშიც მონაწილეობას ლიგა ენდესას მოთამაშეები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები მიიღებენ.

ლიგის ხელმძღვანელობამ მოთამაშეები 3 პოზიციაზე გაანაწილა – უკანახაზელები (25 მოთამაშე), შუახაზელები (25) და წინახაზელები (25). ფანების გამოკითხვა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმის მიცემა, დღეს, 25 აპრილს დაიწყო და 12 მაისამდე გაგრძელდება. ზემოთნახსენები 4 სეგმენტიდან თითოეულ (მოთამაშეები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, ფანები) 25-პროცენტიანი ძალა აქვს. შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშე გამოვლინდება საერთო ჯამში მიღებული ხმების (პროცენტების) მიხედვით.

ამჯერად მიმდინარეობს ფანების გამოკითხვა, რომელში მონაწილეობაც ინტერნეტით ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამოკითხვა წარმოებს Instagram-ისა Tweeter-ის გვერდებზე. უნდა შეხვიდეთ აღნიშნულ აპლიკაციებში ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდებზე (ACB.COM) და შესაბამისი გამოკითხვის ბანერის ქვეშ დაწეროთ კომენტარი #MVPMovistar Giorgi Shermadini.

ხმის მისაცემი გვერდი Instagram-ზე: https://www.instagram.com/p/CrdHoXUNXak/

გამოკითხვა იწარმოებს ასევე ესპანური ლიგის სპეციალურ აპლიკაციაში, რომლის ჩამოტვირთვაც როგორც ანდროიდის, ისე IOS-ის მომხმარებლებს ტელეფონიდან შეგეძლებათ:

ანდროიდი: https://play.google.com/store/apps/details?id=com.acb.www&fbclid=IwAR0aM93vNhZTTD-R_NuUmTTI6rdr7-v2aYiaR0KaNXnERSMalHIlqBq42Oo

IOS: https://apps.apple.com/app/id437202587?fbclid=IwAR2QVQyV5axG8XmlBGtd-G3bNMAFHftpVnoBW5kg3AoFZwIb9m06bTmBlLY

თითო ხმა ორად ჩაითვლება ლიგა ენდესას მიერ სპეციალურად შერჩეულ დღეებში: 27 აპრილს, 1 და 8 მაისს.

გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემა ნებისმიერი საშუალებით შესაძლებელია დღეში (24 საათში) ერთხელ.

არ დაგავიწყდეთ, ზემოთ მითითებულ გვერდებზე, სპედიალური ბანერის ქვეშ, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, დააკომენტარეთ: #MVPMovistar Giorgi Shermadini

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიეგო საქმეებს სამოთხიდან აგვარებს: ნაპოლის ჩემპიონობა მარადონას დამსახურებაა

უეფას ევროპა ამერიკაში გადააქვს: ჩემპიონთა ლიგის ფინალი აშშ-ში?