გიორგი შერმადინის დიდებული მატჩი ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში. ტენერიფემ 24-ე ტურის შეხვედრა ანდორაში გამართა და ადგილობრივი გუნდი, სადაც შერმადინს წარსულში 2 სეზონი უთამაშია, 79:66 დაამარცხა. გამარჯვების სულისჩამდგმელი ქართველი ცენტრი გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის MVP გახდა.
ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28:04 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 4 დაფარება დააგროვა. გიორგიმ 11-დან 9 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 37 შეადგინა, რითაც შერმადინი ამ მატჩის MVP ხომ გახდა და დიდი შანსია, ის ტურის საუკეთესოდაც დაასახელონ.
ტენერიფემ მიმდინარე სეზონში მე-15 გამარჯვება იზეიმა, რითიც 30 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზე მყოფ ვალენსიას გაუთანაბრდა. ტენერიფე მომდევნო ტურში საკუთარ არენაზე გრან კანარიას შეხვდება, ესპანეთის ჩემპიონატის მატჩამდე კი შერმადინის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ბერძნულ პერისტერს შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings