საქართველოს ეროვნული ნაკრების შვედეთთან გამარჯვების მთავარი შემოქმედი ქართული ფეხბურთის 20 წლის გამორჩეული ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია გახლდათ. ხვიჩა კვარაცხელიამ შვედებს 2 გოლი გაუტანა და სკანდინავიელებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
ამ მატჩამდე შვედები 15 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იყვნენ და ესპანელებს ორი ქულით უსწრებდნენ. ჩვენთან მოგების შემთხვევაში იანე ანდერსონის გუნდს ესპანეტთან ფრეც ყოფნიდა ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად, მაგრამ შვედების სკანდინავიური გემი შავ ზღვაში ხვიჩა კვარაცხელიამ არ შემოუშვა.
“რუბინის” გარემარბის შესახებ უცხოურ მედიაში არაერთი სტატია დაიწერა და ამჯერად მის შესახებ ესპანური “Mundo deportivo” წერს.
2021 წლის 28 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:2 დამარცხდა. კვარაცხელიამ ამ მატჩში გამოიჩინა თავი და შვედებთან დუბლით მან მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა თავი. ხვიჩა კვარაცხელია სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდება და ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ იგი მალე ევროპული ტოპ ჩემპიონატების კარს შეაღებს. ]
ის ყაზანის “რუბინში” თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ფული არ აკლიათ, მათი პრემიერლიგა ევროპის წამყვანი ჩემპიონატების დონეს ბევრად ჩამორჩება. თუ ამ მიზეზსა და შვედეთის ნაკრებთან ნაჩვენებ თამაშს გავითვალისწინებთ, კვარაცხელია რუსეთში ბოლო წუთებს ითვლის და ტრანსფერის საკითხი დროის ამბავიაა.”-წერს ესპანური გამოცემა
ესპანური Marca:კვარაცხელია საქართველოს და ესპანეთის გმირია
ესპანური As: შვედებს იბრაჰიმოვიჩი და ისაკი ჰყავდათ, მაგრამ არა კვარაცხელია
Gazzetta dello sport: ხვიჩა პატარა ბიჭივითაა, რომელიც ბურთთან ერთად იძინებს – ასევე ძალიან მორწმუნეა
GIPHY App Key not set. Please check settings