ესპანურმა “ვალენსიამ” წინასასეზონო, მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა. ბოლო შეხვედრაში “ღამურები” ინგლისურ “ბრენტფორდთან” 1:2 დამარცხდნენ.
ეს შეხვედრა გიორგი მამარდაშვილმა გამოტოვა. მთავარი მეკარის, იასპერ სილესენისა და მისი შემცვლელის, ხაუმე დომენეკის ტრავმების შემდეგ, „ვალენსიას“ კარში სულ ქართველი ჩანდა, რომელიც თავიდან მეოთხე მეკარედ განიხილებოდა, რეალურად კი სათადარიგო გუნდის მეკარე უნდა ყოფილიყო.
ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა “Mundo deportivo” მა ახალგაზრდა ქართველი მეკარის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.
“იასპერ სილესენისა და ხაუმე დომენეკის ტრავმების გამო, წინასასეზონო თამაშები გიორგი მამარდაშვილმა ჩაატარა და თბილისის “დინამოდან“ იჯარით ჩამოსულმა ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ დაამტკიცა, რომ ის გუნდის პირველი მეკარეობის სიცოცხლისუნარიანი ვარიანტია.
7 ივნისს „ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილის ჩამოსვლა დაადასტურა და სარეზერვო გუნდში მისი ჩარიცხვა მედიაში მოკლედ გააშუქა. მეკარე იჯარით მოვიდა „დინამოდან“ შესყიდვის უფლებით, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. გასულ სეზონზე მან თავისი ქვეყნის პირველ დივიზიონში და ევროპა ლიგაზე ითამაშა. „მესტალიას“ შვილობილი კლუბი ახლახან მეხუთე დივიზიონში გადავიდა, მაგრამ გასული კვირის განმავლობაში, მამარდაშვილმა თავი გამოავლინა, როგორც ძირითადი შემადგენლობის მეკარემ.
მისმა ბოლო ორმა თამაშმა, „ლევანტესთან“ და ოთხშაბათს, „ტარონიას თასზე“ „მილანის“ წინააღმდეგ, საშუალება მისცა სპეციალისტებს, დაენახათ დიდი მეკარე (197 სანტიმეტრი) კარგი რეფლექსებით, ფხიზელი, თავდაჯერებული და მშვიდი. მიუხედავად 20 წლის ასაკისა, ფეხითაც კარგად თამაშობს. მან ორი თამაში უგოლოდ დაასრულა და ბურთი მხოლოდ იტალიელებთან პენალტების სერიაში ვერ მოიგერია.
ახლა საჭირო იქნება იმის განსაზღვრა, თუ როგორ იმოქმედებს მისი მისვლა „ვალენსიას“ სატრასნფერო პოლიტიკაზე. „მესტალიას“ კლუბი მზად იქნება გაუშვას სილესენი მაღალი ხელფასისა და ტრავმებისადმი მიდრეკილების გამო, რომელიც ბორდალასისთვის პირველი ნომერი იყო. გარდა ამისა, ახლახან განაახლა კონტრაქტი მესამე მეკარე კრისტიან რივერომ, ხოლო მეორე მეკარე დომენეკს კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს.
სავარაუდოდ, ზაფხულში, კლუბი მინიმუმ ერთ მათგანს გაყიდის ან იჯარით გაუშვებს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ წინასასეზონო თამაშების შემდეგ, მამარდაშვილი დარჩება“ – წერს გამოცემა.
GIPHY App Key not set. Please check settings