ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “Marca” საქართველოს ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიას” ქართველი მეკარის შესახებ მორიგ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. ესპანური გამოცემა მამარდაშვილის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ინგლისთან მატჩში მამარდაშვილს ბევრი სამუშაო ექნება და მისი კარიერის განვითარებისთვის სწორედ ასეთი მატჩება საჭირო.
“გიორგი მამარდაშვილმა კარგად იცის სადაცაა. ახალგაზრდა მეკარეს ლა ლიგაში კარგი დებიუტი ჰქონდა და თავიდან კარგი მატჩებიც ჩაატარა, მაგრამ შემდეგ დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს ვეღარ გაუძლო. პატარა შეცდომის დაშვების შემდეგ, როგორც კი ესპანურ მედიაში გაჩნდა სტატიები, რომ ხოსე ბორდალასს ძირითად მეკარედ ნიდერლანდელი იასპერ სილესენი უნდა დაებრუნებინა, ამან ქართველ მეკარეზე ცუდად იმოქმედა და “სევილიასთან” კოშმარული მატჩი ჰქონდა. იმის შემდეგ, მამარდაშვილი “ვალენსიაში” აღარ თამაშობს.
ახლა ის ეროვნული ნაკრების ნაცვლად 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს და ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისის წინააღმდეგ ითამაშებს. მამარდაშვილს ამ თამაშში ბევრი სამუშაო უნდა ჰქონდეს და ეს მას თავდაჯერებას შემატებს, რაც მისი კარიერის აუცილებელია”, – წერს გამოცემა.
საქართველო ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა დღეს, 18:00-ზე, ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings