in

Mamma mia – კვარაცხელია საკადრის კონტრაქტს იმსახურებს… ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ

უკლებლივ ყველა იტალიური სპორტული გამოცემა აღფრთოვანებას გამოხატავს “ნაპოლის” გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას მიერ “ფიორენტინასთან” გატანილი გოლით.

areanapoli-მ ხაზი გაუსვა, რომ ტრიბუნებზე გულშემატკივრები გააოგნა ლამაზად შესრულებულმა საჯარიმომ: “Mamma mia” – ყვიროდნენ ფანები. ახლა უმთავრესია ქართველი კონტრაქტის საკადრისი და გულუხვი პირობებით განახლებით იქნეს დაჯილდოებული”.

ხვიჩას შესახებ “კორიერე დელო სპორტი” წერს: “გასულ საღამოს “კვარამ” მთელი გუნდი ზურგით ათრია, შემდეგ კი ზღაპრული ცისარტყელა დახატა, რომელიც მეკარე პიეტრო ტერაჩანოს ზურგსუკან ჩაეშვა. წარმოუდგენელმა გოლმა ნეაპოლელებს ტოსკანის დედაქალაქში ქულა მოუპოვა. მიუხედავად გუნდის ჩავარდნილი სეზონისა, ის შარშან გატანილი გოლების (12)
მაჩვენებელს მიუახლოვდა (11 გაიტანა) და შედეგის გასამეორებლად ან სულაც გასაუმჯობესებლად კიდევ ერთი მატჩი აქვს. დე ლაურენტისმა თქვა, რომ ხელშეუხებელი არავინაა და კარგი წინადადების შემთხვევაში შეთავაზებებს განიხილავს, თუმცა აუცილებელია პატივი ვცეთ ქომაგებს და დავაფასოთ “კვარას” ტალანტი. მის გარეშე მორიგი სეზონის დაწყება შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და არა ფუჭი დაპირებები, რადგან განახლება აგერ უკვე ერთი წელია ჭიანურდება”.

“რეპუბლიკამ” აღნიშნა, რომ კვარაცხელიამ კლუბის პრეზიდენტის მწარე გამონათქვამს თამაშით საკადრისად გასცა პასუხი.

ხვიჩას მომავალზე მოსაზრება “გაძეტა დელო სპორტმა” გამოთქვა: “ბურთი დე ლაურენტისის მოედანზე გადადის, კვარაცხელია დაჯილდოებული უნდა იყოს და თავი ისეთ მნიშვნელოვნად იგრძნოს, როგორც იმსახურებს – ყველაფერ იმისათვის, რაც გააკეთა და ეცადა წელს გაეკეთებინა. მის გარეშე ახალი სეზონის დაწყება წარმოუდგენელია. საკმარისია ლოზუნგები, კონკრეტიკის დრო დადგა, რამეთუ დაპირებები წელიწადნახევარია გრძელდება”.

“ფიორენტინას” მეკარემ პიეტრო ტერაჩიანომ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ქართველის შესრულებულ ჯარიმაზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, მის კლასსა და საჯარიმო დარტყმაზე კომენტარი ზედმეტია. შემეძლო თუ არა მისი დარტყმულის მოგერიება? მოდით, ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ, ან უპასუხოდ დავტოვებ. ქართველი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ბევრი შანსი შევქმენით და ალბათ, გულშემატკივრები შედეგით უკმაყოფილოები არიან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშანდელ ჩემპიონებს ვეთამაშეთ. ფაქტია, მათ რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა გამოსდით”, – განაცხადა ტერაჩიანომ.

Napoli’s forward Khvicha Kvaratskhelia (not seen) scores during the Serie A soccer match ACF Fiorentina vs SSC Napoli at Artemio Franchi Stadium in Florence, Italy, 17 May 2024 ANSA/CLAUDIO GIOVANNINI

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავითაშვილს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და მისით ბევრი მაღალი დონის კლუბი დაინტერესდება

ბაიერის ტრიუმფი და ბაიერნის ფიასკო: პირველი გუნდი, რომელსაც არ წაუგია…