in

Ijf ლაშაზე: ის ქვეყნის სახე და ისტორიული ძიუდოისტი გახდა

29 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ისტორია დაწერა. ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატზე შვედი ტომი მაციასის დამარცხების შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელიც სამი დიდი ტურნირის-ოლიმპიური თამაშები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლებს ფლობს.

შავდათუაშვილმა ისტორია დაწერა: ლაშა მსოფლიო ჩემპიონია

Exclusive: ლაშამ ისტორია დაწერა და ის კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს – ლაშა გუჯეჯიანი

Exclusive: ლაშამ ისტორია დაწერა და ის კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს – ლაშა გუჯეჯიანი

ჩვენიანს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდი ეხმაურება და გორელი ფალავანის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

“სიტყვებს ვერ პოულობს. მართლაც რთულია საკუთარ თავზე საუბარი ტრიუმფიდან რამდენიმე წუთის შემდეგ.

მსოფლიოში მილიონობით ძიუდოისტია, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ათასი ახერხებს ჩემპიონობას, სამივე დიდ ტურნირზე ოქროს მედლის მოგება კი იშვიათობაა. მაგალითად, საქართველოს ასეთი მხოლოდ ერთი ძიუდოისტი ჰყავს, ისიც 2021 წლის 8 ივნისიდან.

ლაშა 2013 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც წონითი კატეგორია შეიცვალა და ამის შემდეგ ტახტზე ადგილის შენარჩუნებისთვის მუდმივი ბრძოლა უწევდა, რადგანაც ძიუდოში ახალი სახეები ჩნდებოდნენ. ლაშა ნომერ პირველი იყო და არაფერია იმაზე კარგი, როცა უძლიერსს ამარცხებ. ის ქვეყნის სახე გახდა”, – წერს ვებგვერდი.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0