ქართული ფეხბურთის იმედის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ინგლისური Hitc ეხმაურება. წყარო წერს, რომ ქართველი ტალანტის შესაძენად “ლიდს იუნაიტედი” დაწინაურდა.
“ლიდსთან” დაკავშირებულ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სიახლეა – რუსეთში საფეხბურთო აგენტმა განაცხადა, რომ იგი მზად არის პრემიერლიგაში სათამაშოდ. ამ ფეხბურთელს ევროპის ბევრი ქვეყნის კლუბს უკავშირებენ და, როგორც ჩანს, “რუბინი” მის ტრანსფერს ხელს არ შეუშლის. ასე რომ, ის ახლოსაა კარიერის ტრანსფერთან.
კვარაცხელიასთვის ბრძოლაში “ლიდსი” დაწინაურდა. მიუხედავად იმისა, რომ ფინიშის ხაზამდე ჯერ შორია, “ლიდსის” საფეხბურთო დირექტორმა ვიკტორ ორტამ ტემპს დაუჩქარა.
თბილისის “დინამოს” აღზრდილი ახლახან Base Soccer-ის სააგენტოს დაუკავშირდა, რომ ტოპტრანსფერი რეალობად იქცეს.
“ჩემი აზრით, ხვიჩა მზად არის ინგლისის პრემიერლიგისთვის. მას განვითარების დიდი პოტენციალი ექნება ინგლისის ჩემპიონატში”, – აცხადებს აგენტი შანდორ ვარგა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ რუსულ პრემიერლიგაში 4 გოლი და 8 საგოლე პასი (მოპოვებული პენალტების ჩათვლით) მიითვალა. გერმანული Transfermarket მას 15 მილიონ ევროდ აფასებს.
GIPHY App Key not set. Please check settings