in

Hala Madrid – მბაპე რეალშია: ოცნება ახდა

კილიან მბაპე “რეალში” გადავიდა, – იტყობინება მადრიდული კლუბის საიტი, რომელიც მნახველთა განუსაზღვრელი რაოდენობის გამო ტექნიკურად გაითიშა.

25 წლის ფრანგმა თავისუფალი აგენტის სტატუსით “რეალთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 კილიანი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული თავისუფალი აგენტი იყო – 180 მილიონი ევრო.

„რეალში“ მსოფლიოს სამი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია – მბაპე, ჯუდ ბელინგემი და ვინისიუსი.

თავად კილიანმა განაცხადა, რომ ოცნება აუხდა და ვერავინ გაიგებს, როგორი აღელვებულია.

„ჩემი ოცნება ახდა. მიხარია და ვამაყობ, რომ ჩემი ოცნების კლუბს შევუერთდი. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ გრძნობას, რასაც ახლა განვიცდი. მადრიდისტებო, მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას, მადლობა დაუჯერებელი ქომაგობისთვის. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ჰალა, მადრიდ!“ – დაწერა საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა.

მბაპე 308 მატჩში გატანილი 256 გოლით პსჟ-ის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია  და აგრეთვე მის ანგარიშზე 108 საგოლე პასია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძის ფასი გაიზარდა

დამარცხების შემდეგაც უნდა ადგე და გააგრძელო ბრძოლა: ქოჩორაშვილი ახლა საქართველოზეა კონცენტრირებული