in ,

GOAL.COM-ის სტატია კვარაცხელიაზე: კვარადონა! გაიცანით ნაპოლის ახალი ვარსკვლავი, რომელმაც მიზანში ლივერპული ამოიღო

არა რა, კაცს რომ აქებ ამას რა სჯობს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა რომ შეგაქებს, ამ დროს მოკრძალებულმა ჟურნალისტმა რაღა უნდა დაამატოს? ჰოდა, მეც უბრალოდ გითარგმნით goal.com-ის სტატიას და დაე, ერთად დავტკბეთ:

“21 წლის ქართველს ფეთქებადი დებიუტი გამოუვიდა იტალიაში და “ლივერპულისთვის” დიდი თავსატეხიცაა – ყველაზე ამაღელვებელი მოთამაშე იტალიაში ამწუთას! სერია ა, შესაძლოა, ყოველ ზაფხულს ვარსკვლავებს კარგავს, მაგრამ ახლის პოვნაც არ უჭირს – ხვიჩა კვარაცხელია”.

ამგვარი სიტყვების წაკითხვას რა სჯობს, მაგრამ სტატია ვრცელია და ენერგიები შემოინახეთ.

“21 წლის შემტევი განვლილ მატჩებში საკვანძო ფაქტორი იყო, რომ “ნაპოლი” ჯერაც დაუმარცხებელია. 5 მატჩში 4 გოლი, მშვენიერია და ახლა უკვე საქმეში ჩემპიონთა ლიგა ერთვება. იურგენ კლოპის ბიჭებს კი სერიოზული სამუშაო აქვთ, რადგან ხვიჩა უნდა გაანეიტრალონ” – ამას წერს “გოლ.ქომი”. საოცარი ამბავია, ტრენტ ალეკსანდერ არნოლდს და მატიპი&ვან დაიკის დუოს ასეთი მისია დაესახათ. ისე ოსიმენი არანაკლებ სახიფათოა და ეს ვიცით.

“კვრადონა- ასე მიმართავენ ხვიჩას ნაპოლიში და, ალბათ ხვდებით, ეს რამხელა პატივია, რადგან ამ ქალაქში: ქუჩები, მეტროს სადგურები, კედლები და სტადიონი მარადონას ირგვლივ ბრუნავს და ყველგან დიეგოს სიდიადის შესახებ საუბარს გაიგონებთ. ცხადია, მე ეს ზედმეტსახელი მომწონს და ვიცი, რომ მარადონასთან ახლოს ვერ მივალ, მაგრამ ყველაფერს გავიღებ,რომ გუნდისთვის დიდი ფეხბურთელი გავხდე” – ეს კი ხვიჩას სიტყვებია.

“ჯერ ვყელაფერი კარგადაა. გუნდი დატოვეს: ინსინიემ, კულიბალიმ და საუკეთესო ბომბარდირმა მერტენსმა, მაგრამ კვარაცხელიას მყისიერმა მუხტმა, რასპადორის, ნდომბელესა და სიმეონეს მატებამ, ასევე ვიკტორ ოსიმენის შენარჩუნებამ ყველაფერს უშველა. 12 გატანილი გოლი სერია ა-ში, რაც საუკეთესო მაჩვენებელია”.

ახლა კი მცირედით ეთიმოლოგიასაც შეეხნენ:

“არსებობს რაიმე, რისი გაკეთებაც ამ ბიჭს არ შეუძლია?- იკითხა გაოცებულმა კომენტატორმა კვარას 25 მეტრიანი გასროლის შემდეგ. რომელი პლანეტიდანაა ის მოსული? -ესეც კომენტატორის სიტყვებია და ამაზე პასუხია ბათუმის “დინამო”, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, კვარაცხელია იქ მარტში, “რუბინიდან” გადავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მოთამაშეებს კონტრაქტების გაწყვეტის საშუალება მიეცათ”.

ამის შემდეგ სტატიაში ლუჩანო სპალეტის როლზეა საუბარი:

“სპალეტი, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს მო სალაჰის განვითარებაში შეტანილი, ქართველი ამბიდექსტრუსით მოხიბლულია, მაგრამ “მონცასთან” მატჩის შემდეგ ასეთი რამ თქვა: მას დიდი ტვირთი აქვს მხრებზე და როგორც კი ამ ტვირთს მოიხსნის კიდევ უფრო მაგრად ათამაშდება”. – ჰო, გასაკვირი არც არის, საქართველოში ყველას კვარაცხელია აკერია როგორც კარგ, ასევე ცუდ კონტექსტში და ხვიჩას ყურამდეც მიდის ყველაფერი…

კარგი დავუბრუნდეთ სტატიას:

“კვარას საქართველოში ახალ მესის უწოდებენ, მაგრამ მისი კერპი კრიშტიანუ რონალდუა. ორი 7-იანი ნომერზე, სწორედ კრიშტაინუს გავლენაა. ისე, 7-იანი ვერ აიღო, რადგან ის კიდევ ერთ აღმოსავლეთ ევროპელ ტალანტს, ელიფ ელმასს აცვია”.

ამის შემდეგ გამოცემამ წარსულში მოთამაშე ქართველებიც გაიხსენა:

“ისტორიის განმავლობაში ქართველებმა რამდენიმე ტოპ-დონის მოთამაშე აღზარდეს: კახა კალაძე, რომელსაც ძალიან მაგარი სეზონები ჰქონდა “მილანში”, შოთა არველაძე, რომელსაც არაერთი ტიტული აქვს მოგებული “აიაქსსა” და”რეინჯერსში”, მაგრამ პრემიერ ლიგის ქომაგებს მერკურიალი ფეხბურთელები: ქინქლაძე და ქეცბაია ეხსომებათ. ხვიჩას ნაკრებში ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი და ზედიზედ მეორედ, წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამგვარი შედეგი კი ბრწყინვალე გიორგი ქინქლაძესაც არ ჰქონია”.

სურვილი არ არის, მაგრამ წავიდა სტატია ბოლოსკენ და ისევ მარადონა:

“ნაპოლის ფანებს ის უყვართ. ის ვერ მიაღწევს იმას, რასაც მარადონამ მიაღწია გუნდთან ერთად და მოდი რეალისტები ვიყოთ, ამას ვერც ვერავინ მოახერხებს, მაგრამ რამდენიმე კვირის თავზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ყურება სახალისო და სასიამოვნოა”.

“ლივერპულო გაგაფრთხილეთ, ხვიჩამ სერია ა ქარიშხალივით მოიცვა, ახლა კი მისი თვალები ჩემპიონთა ლიგას უმზერს”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სპალეტი პრესკონფერენციაზე ყავარჯნებით მივიდა

ჩელსიმ ტუხელი დაითხოვა