in

G ლიგაში კარგი თამაში დაუფასდა: მამუკელაშვილი მილუოკიმ დაიბრუნა

NBA-ის ჩემპიონმა “მილუოკი ბაქსმა” G ლიგაში სარეზერვო ვისკონსინ ჰერდიდან დაიბრუნა 22 წლის ახალწვეული სანდრო მამუკელაშვილი. მასთან ერთად, ბაქსმა უკან დაიბრუნა ბერძენი ახალწვეული გეორგიოს კალაიცაკისი, რომელსაც ქართველისგან განსხვავებით, კლასიკური კონტრაქტი აკავშირებს გუნდთან და შეზღუდვა არ ეხება და ჯასტინ რობინსონი.

სანდრო საუკეთესო იყო “ვისკონსინ ჰერდის” ბოლო მატჩში – მან 22 ქულა და 10 მოხსნა მოუტანა გუნდს. რობინსონმა 17 ქულა ჩააგდო და 6 პასი გააკეთა, ხოლო კალაიცაკისის მონაგარი 12 ქულა და 6 მოხსნა იყო. მილუოკიში სანდროს 3 ნოემბრის მერე არ უთამაშია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე ბელგიის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ვინ გახდება The Best: ფიფამ ყველა ნომინანტი დაასახელა