in

France Football-მა საუკეთესო მეკარისა და ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინანტები დაასახელა

France Football-მა მსოფლიოს საუკეთესო მეკარის პრიზის ნომინანტები ჩამოთვალა. გაგახსენებთ, ეს პრიზი ლეგენდარული საბჭოთა მეკარის ლევ იაშინის სახელს ატარებს. ის ერთადერთი მეკარეა, რომელსაც „ოქროს ბურთი“ აქვს მოგებული.

ნომინანტთა სიაში არიან: ჯანლუიჯი დონარუმა („მილანი“/პსჟ), მანუელ ნოიერი („ბაიერნი“), ედერსონი („სიტი“), იან ობლაკი („ატლეტიკო“), სამირ ჰანდანოვიჩი („ინტერი“), კასპერ შმეიხელი („ლესტერი“), ტიბო კურტუა („რეალი“), ედუარ მენდი („ჩელსი“), ემილიანო მარტინესი („ატონ ვილა“), კეილორ ნავასი (პსჟ).

ჯილდოს გადაცემა 29 ნოემბერს პარიზში, შატლის თეატრში ჩატარდება.

„ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი ცნობილია: ნახე სია

მესიმ „ოქროს ბურთის“ ღირსი 4 კაცი ჩამოთვალა

France Football-მა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფებხურთელობის ჯილდოს ნომინანტებიც გამოავლინა. პრიზს, რომელიც რაიმონ კოპას სახელობისაა, 21 წლამდე ახალგაზრდა ფეხბურთელი მიიღებს.

მეისონ გრინვუდი („მანჩესტერი“, 20 წლის)
ბუკაიო საკა („არსენალი“), 20)
პედრი („ბარსელონა, 18)
ჟერემი დოკუ („რენი“, 19)
რაიან გრავენბერხი („აიაქსი, 19)
ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“, 18)
ფლორიან ვირტცი („ბაიერი“, 18)
ჯუდ ბელინგემი („ბორუსია“ დ, 18)
ჯოვანი რეინა („ბორუსია“ დ, 18)
ნუნუ მენდეში (პსჟ, 19)

ამ პრიზსაც გამარჯვებულს 29-ში პარიზში გადასცემენ.

2018 წელს ისტორიაში პირველალდ გათამაშებული ეს პრიზი კილიან მბაპეს შეხვდა, 2019 წელს მატიის დე ლიგტმა აიღო. 2020-ში კი პანდემიის გამო არ ჩატარებულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესიმ „ოქროს ბურთის“ ღირსი 4 კაცი ჩამოთვალა

პრემიერლიგის კლუბები ნიუკასლის არაბების ყიდვის წინააღმდეგ გამოვიდნენ: გუნდი კი უკვე ვარსკვლავებს დაეძებს