in

France Football-მა ოქროს ბურთის ნომინანტების ჩამოწერა დაიწყო

France Football-მა 2025 წლის საუკეთესოების ჩამოწერა დაიწყო და სხვადასხვა კატეგორიაში „ოქროს ბურთის“ მთავარი ნომინანტები გამოავლინა.

საუკეთესო მეკარის ჯილდოზე 10 ნომინანტია.
ალისონ ბეკერი („ლივერპული“/ბრაზილია) იასინ ბონო („ალ ჰილალი“/მაროკო), ლუკა შევალიე („ლილი“/საფრანგეთი), ტიბო კურტუა (მადრიდის „რეალი“/ბელგია), ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/იტალია), ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“/არგენტინა), იან ობლაკი („ატლეტიკო“/სლოვენია), დავიდ რაია („არსენალი“/ესპანეთი), მატს სელსი („ნოტინგემ ფორესტი“/ბელგია), იან სომერი („ინტერი“/შვეიცარია).

გასულ წელს ჯილდოზე ნომინირებული გიორგი მამარდაშვილიც იყო, ხოლო ზედიზედ ორი წელია, საუკეთესო ემილიანო მარტინესი გახდა.

„კოპას პრიზს“ (Kopa Trophy) გადასცემენ საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდე) ფეხბურთელს. წლევანდელი ნომინანტები არიან:

მაილს ლუის-სკელი („არსენალი“/ ინგლისი), როდრიგო მორა („პორტო“/პორტუგალია), ჟოაო ნევეში (პსჟ/პორტუგალია), ლამინ იამალი („ბარსელონა“/ესპანეთი), კენან ილდიზი („იუვენტუსი“/თურქეთი), აიუბ ბუადი („ლილი“/საფრანგეთი), პაუ კუბარსი („ბარსელონა“/ესპანეთი), დეზირე დუე (პსჟ/საფრანგეთი), ესტევაო („ჩელსი“/ბრაზილია), დიუნ ჰუისენი (მადრიდის „რეალი“/ესპანეთი).

გამოცემამ ასევე გამოაცხადა ნომინანტები საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე.

სიაში ხუთი სპეციალისტია:

ანტონიო კონტე („ნაპოლი“) – მოიგო იტალიის ჩემპიონატი;
ლუის ენრიკე (პსჟ) – მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი;
ჰანსი ფლიკი („ბარსელონა“) – მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და სუპერთასი;
ენცო მარესკა („ჩელსი“) – მოიგო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და უეფა-ს კონფერენს ლიგა;
არნე სლოტი („ლივერპული“) – მოიგო ინგლისის ჩემპიონატი.

ხუთი პრეტენდენტია საუკეთესო კლუბის ნომინაციაშიც. ესენი გახლავთ:
პსჟ, „ბარსელონა“, „ბოტაფოგო“, „ჩელსი“, „ლივერპული“.
მოქმედი გამარჯვებული მადრიდის „რეალია“.

ქალთა შორის საუკეთესო გუნდობაზე პრეტენზიას ასევე 5 კლუბი აცხადება: „არსენალი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“, „ლიონი“, „ორლანდო“.

2025 წლის საუკეთესოები 22 სექტემბერს გამოვლინდებიან.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რომ ვასახელო ჩემი ქვეყანა… პირველი ქართველი უდინეზეში

ხვიჩა ოქროს ბურთის ნომინანტებშია