in

Exclusive: დავით კაჭარავა: იტალიასთან მატჩი ოფიციალურად დადასტურებულია – მიდის მოლაპარაკებები, რომ მატჩი ბათუმში გაიმართოს

რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის მორაგბეთა ნაკრები ზაფხულში საქართველოს ეწვეოდა. აღნიშნული ინფორმაცია Sport4me.ge-სთან საუბარში საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარემ, ვეტერანმა “ბორჯღალოსანმა” დავით კაჭარავამაც დაადასტურა.

“იტალიასთან მატჩი აუცილებლად შედგება. იტალიურ მხარესთან შეთანხმება მიღწეულია და ივლისში “აძური” საქართველოში გვეწვევა. დასადგენია მატჩის გამართვის ზუსტი თარიღი და ადგილი. ჯერჯერობით, დაზუსტებით არაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ მიდის მოლაპარაკებები და განვიხილავთ, რომ საქართველო-იტალიის შეხვედრა ბათუმის ახალ სტადიონზე ჩატარდეს. ივლისი ისეთი პერიოდია, რომ ყველა ქალაქგარეთაა დასავენებლად გასული და მოსახლეობის დიდი ნაწილი ბათუმშია. ამიტომაც, ამ დროს წესით ბათუმში კარგი სარაგბო დღესასწაული შეიქმნება. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ იდეის და მოლაპარაკებების დონეზეა და რას გადავწყვეტთ უახლოეს მომავალში გაირკვევა, რომელსაც გულშემატკივარი აუცილებლად გაიგებს.

გარდა იტალიასთან მატჩისა, ზაფხულში “ბორჯღალოსნები” კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. ერთ-ერთი იქნება ე.წ. “ტიერ 1″-ის გუნდთან.”-გვითხრა დავით კაჭარავამ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავით ნინიაშვილი შემოდგომის ტესტების გამორჩეულ მორაგბეთა შორის მოხვდა

საქართველო-უკრაინის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო: ფასი 20 ლარია