in

Exclusive: ბექა გიგაშვილი – მეტი ტესტი ძლიერებთან, სხვანაირად რთულია განვითარება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” 4 მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, განსაკუთრებით რუსეთთან და რუმინეთთან და “ბორჯღალოსნებმა” ერთი ტურით ადრე გაინაღდეს ჩემპიონობა. ასევე, ზედიზედ მეოთხედ აღმართეს რუმინეთთან საზიარო ანთიმოზ ივერიელის თასი.

აღნიშნულ მატჩებში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო ბექა გიგაშვილი. მან რუმინეთთან შეხვედრაში ლელოს დადებაც მოახერხა, როდესაც ბექა საღინაძის ოფლოუდი დაიჭირა და ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა.

Sport4me.ge საქართველოს ნაკრების და ფრანგული “ტულონის” ბურჯს საფრანგეთში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ბექა, უპირველეს ყოვლისა ახალი ამბით დავიწყოთ. “ტულონთან” კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივეთ…

“ტულონი” ისტორიული და დიდი ტრადიციების მქონე გუნდია. ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და მიხარია, რომ ასეთ გუნდში ვთამაშობ. სათამაშო პრაქტიკაც მაქვს და რაც მთავარია, ბედნიერად ვგრძნობ თავს. ვიპოვე ჩემი კლუბი და ჩემი ქალაქი.

საქართველოს ნაკრებმა “რაგბი ევროპის ჩემპიონატზე” 4 განსხვავებული თამაში ჩაატარა. პორტუგალიასთან და ესპანეთთან არ ვიყავით მაინცდამაინც დამაჯერებლები, რუსეთისა და რუმინეთის წინააღმდეგ კი ლამაზი, ლაღი რაგბი ვაჩვენეთ. როგორ შეაფასებთ აღნიშნულ ტურნირზე ჩვენს გამოსვლას?

რუსეთთან ყველა განსაკუთრებული მოტივაციით ვემზადებით. შეიძლება არ ვიყოთ კარგ ფორმაში, შეთამაშების პრობლემა გქვონდეს და ასე შემდეგ, მაგრამ რუსეთთან ყველაფერს ვივიწყებთ და საკუთარ თავს ვახტებით, მაქსიმუმს ვდებთ მოედანზე, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. ამ თამაშში ბოლომდე კმაყოფილი არ ვართ, რადგან რუსეთთან დაპირისპირება ჩვეულებრივ თამაშზე მეტია და ემოციები გვჭარბობს ხოლმე. ჩემი აზრით, რუსეთთან შეხვედრისას ზედმეტად მონდომებულები ვართ და ეს ზედმეტობა ზოგჯერ ცუდ თამაშში გადაგვდის.

რაც შეეხება რუმინეთთან მატჩს, ვფიქრობ, რიგ ეპიზოდებში ის რაგბი ვითამაშეთ, რომლისკენაც მივისწრაფვით. მთელი თამაში 14 კაცით ვითამაშეთ და კაცნაკლულები რომ არ ვყოფილიყავით, ვფიქრობ, უფრო დამაჯერებლადაც მოვიგებდით.

უკვე დიდი ხანია წავიდა ის დრო, როდესაც ქართველ გულშემატკივრებს რუსეთთან და რუმინეთთან გამარჯვებები გვიხაროდა. გვსურს მეტად განვითარდეთ და წინ წავიდეთ. ამისთვის რა არის საჭირო თქვენი აზრით?

იმისთვის, რომ ქართული რაგბი და საქართველოს ნაკრები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფრანჩიზას გაკეთება. ამით საშუალება მოგვეცემა ხშირად ვეთამაშოთ მაღალი დონის გუნდებს და ნაკრების მორაგბეების უდიდეს ნაწილს სათამაშო პრაქტიკა ექნებათ.
ეს ყველაფერი დიდი ფინანსებთანაა დაკავშირებული და ვნახოთ რაგბის კავშირი როგორ იმუშავებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი ჭანტურიამ კარიერა დაასრულა: ბარსელონას აკადემიიდან ურალამდე

მოურინიომ მუშაობა რადიოში დაიწყო