ქართველი სპორტის ქომაგთათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პრიორიტეტული სპორტის სახეობა – რაგბი კრიზისშია. 10 თვეზე მეტია რაგბის კავშირს თავკაცი არ ჰყავს. ირაკლი აბუსერიძე კი, რომელიც გუნდების უმრავლესობამ აირჩია, საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრია.
რაგბიში კალაძე და მერია ერთვებიან?! ჩხუბი, ბრალდებები და ისევ ჩაშლილი არჩევნები
ჩვენი კლუბის ღირსებას არავის გავათელინებთ: ჭიჭინაძე, კობახიძე, ნიჟარაძე… რაგბის კლანი?!
მორაგბეები უფულოდ: სარაგბო კლუბებში ხელფასებს არ რიცხავენ (ექსკლუზიური კომენტარები)
ლეგენდარული ქართველი მორაგბეები მიიჩნევენ, რომ ირაკლი აბუსერიძე ლეგიტიმური პრეზიდენტია და მას მხარდაჭერას უცხადებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მორაგბეებმა საკუთარი ბედი თავადვე უნდა გადაწყვიტონ და რაგბიში გარე ძალები არ უნდა ჩაერიონ.
ვიქტორ კოლელიშვილი: კიდევ არ ვჩანვართ რამდენი ვართ – აბუსერიძე ლეგიტუმური პრეზიდენტია
ქართულ რაგბიში არსებულ რთულ ვითარებაზე და კარიერაზე სასაუბროდ Sport4me.ge ვეტერან “ბორჯღალოსანს” გიორგი შკინინს ესაუბრა.
სარაგბო კარიერა
“მოთამაშის კარიერა საკმაოდ გვიან დავიწყე. ჩემი პირველი კლუბი “ხულიგანა” იყო. რაგბისთვის ცოტა უცნაური სახელია, მაგრამ ეს იყო ერთი მორაგბე ბიჭის მეტსახელი, რომელიც აფხაზეთის ომში დაიღუპა და სწორედ მის სახელზე შეიქმნა ეს კლუბი. ამ გუნდთან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. გვქონდა რთული პერიოდებიც. კლუბი ბევრმა დატოვა და მეც მეუბნებოდნენ, თუ მსურდა ნაკრებში უფრო ხშირად მოვხვედრილიყავი, “ხულიგანადან” უნდა წავსულიყავი. რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემაც თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, შკინინი იმიტომ ვერ ხვდება ნაკრებში, რომ პირველ ლიგაში თამაშობსო. ყველას საკუთარი აზრი აქვს, მაგრამ ვფიქრობ ეს არასწორი მიდგომაა. მორაგბე თუ კარგად თამაშობს, კარგად გამოიყურება, მას ნაკრებში თამაშის შანსი უნდა მიეცეს, მიუხედავად იმისა, სად თამაშობს ის. საფრანგეთშიც ვთამაშობდი, მაგრამ დაბალი დონის ფრანგულ კლუბებში თამაშს, ისევ საქართველოში ჩამოსვლა და ქართული რაგბის განვითარებისთვის ბრძოლა ვარჩიე. ამით ბევრ რამეზე ვთქვი უარი. ჩემი პირველი ხელფასი 27 წლის ასაკში ავიღე, მაგრამ რაგბი ჩემთვის ფულზე გაცილებით მეტია. ესაა ჩემი ცხოვრება და არის რაღაც ღირებულებები, რომლებსაც ვერაფერში ვერ გაცვლი”.
ირლანდიასთან ლელო და საქართველოს ნაკრები
“ალბათ შემეძლო საქართველოს ნაკრებში მეტი შეხვედრა ჩამეტარებინა და მინიმუმ 4 მსოფლიო თასზე მეთამაშა, რეალურად კი, მხოლოდ ერთ მსოფლიო თასზე მომიწია თამაში. “ბორჯღალოსნებში” 38 მატჩი ვითამაშე და თითოეული მატჩი ჩემთვის დაუვიწყარია. როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია და ათასობით გულშემატკივარი გულმხურვალედ გქომაგობს, შეუძლებელია მოედანზე თავი დაზოგო. უცხო ადამიანებისგანაც დიდი სითბო და სიყვარული მოდიოდა გამარჯვებების თუ მარცხის შემდეგაც კი. სწორედ, ესაა რაგბი და ამიტომ უყვარს ის ხალხს.
ირლანდიასთან ლელო კი, ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი მომენტია. შვილების დაბადების შემდეგ, ალბათ ყველაზე მეტად ემოციურიც კი. ირლანდიასთან შეხვედრაში მწვრთნელებმა ძირითად ბირთვს დასვენების საშუალება მისცეს და ახალგაზრდა მორაგბეები გავედით მოედანზე. მინდორზე გასვლის წინ, როდესაც ჩემს გვერდით მალხაზ ურჯუკაშვილი, ირაკლი მაჩხანელი, პალიკო ჯიმშელაძე, ირაკლი აბუსერიძე, ლევან ცაბაძე და ასეთი დიდი მორაგბეები იდგნენ, გულში საოცარი ემოცია და მუხტი ტრიალებდა. ლელოს ეპიზოდში კი, როდესაც ბურთი ხელში ჩავიგდე და გავრბოდი, ვერავის და ვერაფერს ვხედავდი ჩათვლის მოედნის გარდა და მხოლოდ მერე გავიაზრე რაც მოხდა. ამ თამაშის გამარჯვებამდე მიყვანაც შეიძლებოდა, მაგრამ მაშინ ასეთი მატჩების გამოცდილება არ გვქონდა.
ასევე, საოცრად ემოციური იყო ჩემთვის სამოასთან “მიხეილ მესხზე” მოგებული შეხვედრა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა პირველად დაამარცხა “ტიერ 1″-ის გუნდი”.
დიდი 10 და “ლოკომოტივი”
“ლოკომოტივის” შემადგენლობაში განსაკუთრებით წარმატებული სეზონი მაშინ იყო, როდესაც დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ფინალურ შეხვედრაში ქუთაისის “აია” დავამარცხეთ და მეათედ გავხდით ჩემპიონები. მაშინ 35 წლის ვიყავი და საქართველოს ჩემპიონატის რეკორდი დავამყარე (ერთ სეზონში 23 ლელო). ახლა, 38 წლის ვარ, მაგრამ ჯერ კარიერის დასრულებას არ ვაპირებ. სანამ შემეძლება და სანამ ჩემი შვილები ტრიბუნიდან დამიძახებენ, “მიდი მამაო” მანამდე მსურს რაგბი ვითამაშო და მოედანი არ დავტოვო.
“დიდი 10″, რა თქმა უნდა, არაა იმ დონეზე, რომელიც ყველას გვსურს, მაგრამ პირველ რიგში მეტი ფინანსებია საჭირო. მორაგბეები მხოლოდ რაგბიზე უნდა იყვნენ კონცენტრირებული და უნდა მოახერხონ რაგბით ოჯახის რჩენა. ამიტომაა რაგბიში ცვლილებები საჭირო”.
ემოციური სიტყვები არგენტინასთან მატჩის წინ
“არგენტინის სარეზერვო გუნდს ვეთამაშებოდით. იმ შეხვედრაში ნაკრების კაპიტანი ვიყავი და ჩემ გვერდით მდგომი ახალგაზრდა ბიჭები მსურდა გამემხნევებინა. ეს სიტყვები წინასწარ არ მომიმზადებია. ეს იყო გულიდან ამოსული სიტყვები, რომლებმაც მატჩის წინ, კიდევ უფრო დიდი მოტივაცია შეგვძინა. მორაგბეებისთვის ჩვენი დიდგორი მოედანზეა და იქ უნდა გავიღოთ ყველაფერი გამარჯვებისთვის”.
მხარდაჭერა ირაკლი აბუსერიძეს
“ქართულ რაგბის ცვლილებები სჭირდება. მე იმ თაობის მორაგბე ვარ და მახსოვს რაგბის კავშირი მარტო ერთო ოთახი რომ იყო. ახლა სხვა დროა. ქვეყანაც განვითარდა და რაგბიც. ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს. აბუსერიძის გვერდით ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთადაც მე გავიზარდე. მათ დიდი რაგბი აქვთ ნათამაშები და იციან თანამედროვე რაგბის მოთხოვნები.
აქამდე, ჩვენი ძალისხმევით მოვედით და სარაგბო თემმა ჩვენითვე უნდა გადავწყვიტოთ ქართული რაგბის მომავალი, სხვების ჩარევის გარეშე”.
GIPHY App Key not set. Please check settings