in

Exclusive: ანტონ პლესნოი: საქართველომ დიდი სიყვარულით მიმიღო და არ მქონდა უფლება იმედები გამეცრუებია – პარიზში ოქროს გპირდებით

“ის უკრაინელია, მაგრამ საქართველო გულში უყვარს და ჩვენი ქვეყნისთვის ბოლომდე იბრძვის” – ასე თქვა საქართველოს ძალოსნობის ნაკრების მთავარმა ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა ანტონ პლესნოის შესახებ, როდესაც ანტონმა მძიმე ტრავმის მიუხედავად, საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.

ანტონ პლესნოი უკრაინიდან საქართველოში გიორგი ასანიძის გამო გადმოვიდა, რადგან მისი თქმით, ასანიძე საუკეთესო მწვრთნელია და მასთან ერთად დი მიზნებს მიაღწევს. პლესნოიმ ცოტა ხნის მოსკოვში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ახლა ოლიმპიურ ბრინჯაოსაც შეწვდა.

ცუდი ამბავი: პარიზის ოლიმპიადიდან შესაძლოა ძალოსნობა ამოიღონ

Sport4me.ge ანტონ პლესნოის დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

ანტონ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს, რომელიც მძიმე ტრავმის ფონზე აიღეთ. როგორ ფიქრობთ, რომ არა ტრავმა შეგეძლოთ უფრო მეტი წონისთვის შეგეტიათ და ოქროსთვის გებრძოლათ?

მთელი მოსამზადებელი პროცესი მე და მწვრთნელები ოქროს მედალზე ვფიქრობდით და კარგ მზადყოფნაში ვიყავი უმაღლესი სინჯის მედლისთვის მებრძოლა, მაგრამ ეს სპორტია და ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვსურს. სამწუხაროდ, ჩემს გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე მუხლის ტრავმა მივიღე, რომელიც ასპარეზობისას კიდევ უფრო გამიზეზდა და მოგვიწია გეგმაში კორექტივები შეგვეტანა. ტკივილი ძლიერი იყო, მაგრამ არ მქონდა უფლება საქართველოსთვის მედალი არ მომეტანა და მაისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი, თუნდაც მუხლში ფეხი გადამტეხოდა.

აკვრაში მეორე მისვლის შემდეგ, ფიცარნაგი კოჭლობით დატოვეთ და ბევრი სპორტსმენი ასეთ დროს ტურნირიდან ეხსნება, რადგან ასპარეზობის გაგრძელების შემთხვევაში სერიოზული ტრავმის რისკია.

პატარა არ ვარ და ყველაფერს ვაცნობიერებდი, რომ შესაძლო იყო სერიოზული ტრავმა მიმეღო, რასაც არ იყო გამორიცხული ჩემი სპორტული კარიერაც შესწიროდა, მაგრამ მაშინ გონებაში მხოლოდ ერთი აზრი მქონდა: ფიცარნაგზე უნდა გავსულიყავი და ჩემი თავისთვის მეჯობნა. სხვა გადაწყვეტილებას თავს ვერასდროს ვაპატიებდი.

ბოლო მისვლის წინ, გიორგი ასანიძემ რა გითხრათ და როგორ გაგამხნევათ?

ასანიძემ მითხრა, რომ თუ მედალს ვერ ავიღებდი, ჩვენი მთელი შრომა აზრს კარგავდა და უნდა მეცადა. ის უდიდესი ადამიანი, მწვრთნელი, მოტივატორი და ტაქტიკოსია. თითოეულ კილოგრამს ზედმიწევნით ზუსტად არჩევს. ჩემს წარმატებაში გიორგი ასანიძის წვლილი განუსაზღველად დიდია.

თქვენს წარმატებაში ნაკრების ექიმის გიორგი ჭინჭარაულის წვლილიც ძალიან დიდია. მის შესახებ რას იტყვით?

გიორგი ჭინჭარაულმა შეუძლებელი შეძლო. ის ნამდვილი პროფესიონალია და დიდი მადლობა მას. ჭინჭარაულმა და კაბრიშვილმა კრიტიკულ სიტუაციაში აჩვენეს მაღალი პროფესიონალიზმი და მომცეს შანსი საქართველოსთვის ეს მედალი მომეტანა.

ბოლოს, რას იტყვით საქართველოზე და ქართველ გულშემატკივრებზე?

საქართველო ეს არის ქვეყანა, რომელმაც დიდი სიყვარულით მიმიღო, შემიყვარა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ბევრი უცხო ხალხის შეტყობინება მომდის, რომელიც ბრინჯაოს მედალს მილოცავს. არ მქონდა უფლება ამ ხალხისთვის იმედი გამეცრუებინა და ჯანმრთელობის ფასად მედლისთვის არ მებრძოლა. ეს ჩემი საჩუქარია ქართველების მიერ ჩემდამი დიდი სიყვარულისთვის. მათ ვპირდები, პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნს ავაჟღერებ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილის მაგარი დებიუტი მილუოკში: სანდრომ ორმაგი დუბლით დაიწყო

კვარაცხელია ტურის სიმბოლურში-კვარა დაფრინავს, კვარა არ დადის