in ,

Exclusive: ლაშა ბექაურის პირველი მწვრთნელი – ლაშა თავიდანვე საოცარი ბრძოლისუნარიანობითა და მიზანდასახულობით გამოირჩეოდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა 7 წონიდან 4-ში ფინალი იჭიდავა. ჩვენმა “გუდამაყრელმა ნარუტომ” ლაშა ბექაურმა კი, ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეცხრე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

Sport4me.ge ლაშა ბექაურის პირველ მწვრთნელს კახა წიკლაურს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა.

“კიდევ შოკში ვარ და ვერ გამოვდივარ. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. ლაშა ჩემთან რომ მოვიდა, წონით პატარა და სუსტი იყო, მაგრამ თავიდანვე ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდა. პატარაობაში შეჯიბრებზე რომ მიმყავდა ხოლმე, ისეთ მოწინააღმდეგეს, რომელსაც ყველა უფრთხოდა და ყველას ეშინოდა მასთან ჭიდაობა, ლაშას პირიქით მისი დამარცხება სწყუროდა. ერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც ჭაბუკების ტურნირზე ერთი ისეთი მეტოქე იყო, ვისაც ვერავინ უგებდა და ყველას ეშინოდა მასთან ჭიდაობა. ლაშა მასზე პატარა იყო ასაკით, თუმცა მაინც წავიყვანე ამ შეჯიბრზე და იმ ბავშვს ისეთი დამართა, ძიუდო შეაძულა. მანდ წამომივიდა პირველად ლაშას გამო სიამაყის ცრემლები.

ოლიმპიადა დიდი ტრავმით იჭიდავა, მაგრამ პირველ ბრძოლაში ტატამზე ისეთი შემართებით გავიდა, ვიცოდი ჩემპიონი გახდებოდა.
ეს ყველაფერი არაა, ამ ბიჭს კიდევ უფრო მეტის პოტენციალი აქვს”, – გვითხრა კახა წიკლაურმა.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0