საქართველოს ნაკრები მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ჯვაროსნები 2 სექტემბერს ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 5 სექტემბერს, ბადახოსში ესპანეთს ესტუმრებიან, ხოლო 8 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთს დაუპირისპირდებიან.
ვილი სანიოლმა გაფართოებულ შემადგენლობაში 5 დებიუტანტს უხმო. მათ შორის, ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია.
Sport4me.ge გიორგი ფანცულაიას ბათუმში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა.
“ძალიან ბედნიერი ვარ. ნაკრებში გამოძახება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. კარიერაში რთული პერიოდები მქონდა. მოკლე პერიოდში ბევრი გუნდის გამოცვლა მომიწია. ერთი წლის წინ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ნაკრებში მოვხვდებოდი, მაგრამ წინა სეზონში და მიმდინარე სეზონში ნაჩვენები კარგი თამაშების შემდეგ, იმედი გამიჩნდა.
ბათუმის სტადიონზე საოცარი ატმოსფერო სუფევს და ამ სტადიონზე თამაში ყველასთვის უდიდესი სიამოვნებაა”-თქვა გიორგი ფანცულაიამ
GIPHY App Key not set. Please check settings