in ,

Exclusive:გიორგი ფანცულაია:რთული პერიოდი მქონდა-ერთი წლის წინ ნაკრებში მოხვედრაზე ვერ ვიფიქრებედი

საქართველოს ნაკრები მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ჯვაროსნები 2 სექტემბერს ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” კოსოვოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. 5 სექტემბერს, ბადახოსში ესპანეთს ესტუმრებიან, ხოლო 8 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთს დაუპირისპირდებიან.

ვილი სანიოლმა გაფართოებულ შემადგენლობაში 5 დებიუტანტს უხმო. მათ შორის, ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია.

Sport4me.ge გიორგი ფანცულაიას ბათუმში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა.

“ძალიან ბედნიერი ვარ. ნაკრებში გამოძახება ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. კარიერაში რთული პერიოდები მქონდა. მოკლე პერიოდში ბევრი გუნდის გამოცვლა მომიწია. ერთი წლის წინ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ნაკრებში მოვხვდებოდი, მაგრამ წინა სეზონში და მიმდინარე სეზონში ნაჩვენები კარგი თამაშების შემდეგ, იმედი გამიჩნდა.

ბათუმის სტადიონზე საოცარი ატმოსფერო სუფევს და ამ სტადიონზე თამაში ყველასთვის უდიდესი სიამოვნებაა”-თქვა გიორგი ფანცულაიამ

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდრო ალთუნაშვილი: ნაკრებში ჩემს პოზიციაზე დიდი კონკურენციაა და ორმაგად ბედნიერი ვარ გამოძახებით

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში: ლევან ოჩიგავა ევროპის ჩემპიონია