აშშ-ს ნაკრებისათვის მუნდიალი საოცრად მიმდინარეობს. გუნდი 1/8 ფინალურ ეტაპზე გავიდა და ის ძალზე საინტერესო თაობა, რომლის უმეტესობაც ინგლისსა და გერმანიაში ბურთაობს ნელ-ნელა შედეგს ამზეურებს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ფინანსური ნაწილია.
“ESPN”-ის ცნობით, აშშ-ს მამაკცთა ნაკრების თითოეული წევრი 380.000 დოლარს მიიღებს, რაც 3-ჯერ მეტია იმ ჰონორარზე, რომელიც აშშ-ს ქალბატონთა გუნდის წევრებმა მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მიიღეს.
კარგი, ალეგორია გასაგებია, მაგრამ როდემდე შეიძლება, დრომოჭმული და გადაცვეთილი საკითხის კიდევ უფრო გაცვეთის ფაზაში ყოფნა?
ფეხბურთში თანაბარი ანაზღაურება, უბრალოდ ვერ იქნება, რადგან ევროპა ლიგის 1/16 ფინალს უფრო მეტი ადამიანი უყურებს და უფრო მეტი ბობოლა კომპანია ასპონსორებს, ვიდრე ქალთა მუნდიალის ფინალს და ეს რეალობაა – მწარე თუ ნაკლებად ეს არ ვიცით, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩება. შესაბამისად, რკინის კარის პინცეტით ტეხვის მცდელობა ამადვე დარჩება და მეტი არაფერი.
GIPHY App Key not set. Please check settings