საინტერესო ცნობას გვაწვდის ბრაზილიური გამოცემა “DIARIO SPORT”, რომლის მიხედვითაც ესპანეთის ნაკრების ყოფილი მესაჭე, ლუის ენრიკე სელესაოს მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია.
დასრულებული მუნდიალის პირწმინდად ჩაგდების შემდეგ ფურია როხამ ენრიკე დაითხოვა. თავის მხრივ, სელესაომ ტიტე გაათავისუფლა და მას შემდეგ აქტიურად იწერება, რომ ბრაზილიელებს ანჩელოტი, მოურინიო ან გუარდიოლა სურდათ. მეტიც, ფედერაციის პრეზიდენტი პეპს ესაუბრა კიდეც, თუმცა ესპანელს “სიტი” ძალიან მოსწონს. ჟოზემ პირდაპირ მიანიშნა, რომ სანაკრებო ბატალიებით დაინტერესებული არ არის, ხოლო ანჩელოტიმ დააანონსა, რომ “რეალი” მისი ბოლო გაჩერებაა.
ჰოდა, ლუის ენრიკე რეალურთან ახლოს მყოფი კანდიდატია.
GIPHY App Key not set. Please check settings