in

daily mail: იტალია დიდიხანია კონკურენტუნარიანი არაა -საქართველო შანსს იმსახურებს და თუ რომში აძურის მოუგებს, 6 ერის კარი უნდა შეუღონ

ავტორიტეტულმა ინგლისურმა გამოცემა “daily mail” 2022 წლის დასაწყისში განვლილი სარაგბო წელი შეაჯამა და მომავალი წლისთვის იმ იდეებზე ისაუბრა, რომელიც რაგბის სამომავლო პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელონია.

ბრიტანული გამოცემა სხვადასხვა საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და ჩვენ ყველას განხილვით არ მოგაბაზრებთ თავს. მხოლოდ იმ საკიტხს შევეხებით, რომელიც ქართული სარაგბო ოჯახისთვის და ქართული რაგბის გულშემატკივრებისთვის ყვეაზე მეტად საინტერესოა.

ბრიტანული გამოცემა მსოფლიო რაგბიში ძირეული ცვლილების აუცილებლობას უსვამს ხაზზს. ისინი უძველესი სარაგბო და ევროპულ რაგბიში ყველაზე პრესტიჟული ტურნირის “6 ერის”, ბოლო პერიოდში “guiness 6 nations” რეკონსტრუციაზე ამახვილებენ ყურადღებას და თვლიან, რომ 6 ერში აუცილებელია აღზევება/დაქვეითების სისტემეა ამოქმეედდეს.

“კიდევ რამდენჯერ უნდა წააგოს იტალიამ 6 ერის მატჩები, რომ ტურნირის ხელმზღვანელობა დაფიქრდეს, რომ ეს გუნდი ამ ტურნირის ხარისხს ვერ აკმოყოფილებს და აუცილებელია აღზევება/დაქვეითების სისტემა ამოქმედდეს. იტალიელებს 5 წელია 6 ერში თამაში არ მოუგიათ და ისინი ტურნირზე კონკურენტუნარიანი აღარ არიან. ამიტომაც, აუცილებელია 6 ერის ბოლო ადგილოსანსა და “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” გამარჯვებულს შორის პლეი-ოფის შეხვედრა ჩატარდეს და გამარჯვებულმა 6 ერზე ითამაშოს.

საქართველო “რაგბი ევროპის ჩემპიონატს” სატბილურად იგებს და ფაქტია ეს გუნდი ამ ტურნირის დონეს დიდად აღემატება. ანალოგიურად შეგვიძლია ვიჯიზეც. თუ საქართველო რომში ჩავა და იქ პლეი-ოფის მატჩს “აძურის” მოუგებს, ისინი დაამტკიცებენ, რომ ამ დონისთვის მზად არიან და მათ ამის შანსი უნდა მიეცეთ.”-წერს ბრიტანული გამოცემა

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მამუკელაშვილის 22 წუთი და 10 ქულა 5 მოხსნა ტორონტოსთან

საუბარი იქნება მხოლოდ საქმიანი – შოთა კრასნოდარზე