in

Correre dello sport: კვარაცხელიას უკეთეს კონტრაქტს შესთავაზებენ, რადგან ნაპოლიმ მისი შენარჩუნება დიდხანს შეძლოს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Corriere dello sport დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიაზე და მისი გამოსასყიდი თანხსის, ასევე გაუმჯობესებული კონტრაქტის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც გამოცემა წერს, 10 მილიონ ევროდ შეძენილი ხვიჩა კვარაცხელია ბრწყინვალე სეზონს ატარებს. მას 8 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს და ძალიან აქტუალია, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

გამოცემას მადრიდისი ” რეალის” მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის სიტყვები მოყავს, რომელიც “პაპა კარლომ” ქართველ ტალანტზე თქვა -“ის განსაკუთრებულია”. სწორედ, ამიტომ კრისტიან ჯუნტოლი (ნაპოლის სპორტული დირექტორი) უკვე მუშაობს ხელფასის გაუმჯობესებულ ვარიანტზე 1.4 მილიონი წელიწადში.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ “ლივერპულთან” მატჩში წელის ტრავმა მიიღო და იმის შემდეგ არ უთამაშია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბორჯღალოსნები ზაფხულში შოტლანდიას დაუპირისპირდებიან

კვარაცხელია, ჰოლანდი, სალაჰი -ვარსკვლავები, რომლებიც მუნდიალზე არ იქნებიან