in

BREAKING: გლეიზერები მანჩესტერს ჰყიდიან

რამდენიმე კვირისწინ, “FSG”-მ ანუ “ლივერპულის” მფლობელებმა დაადასტურეს, რომ გუნდის გაყიდვას აპირებენ და ბრიტანული პრესაც გადაჭრელდა, მაგრამ სამუნდიალო ციებ-ცხელებას “მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელებიც გამოეხამურნენ და “GOAL.COM”-მა დაადასტურა, რომ პროცესი დაწყებულია.

“კარგი წინადადების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ კლუბის გასხვისებაზე ვიფიქროთ”- ეს გლეიზერების ოფიციალური განცხადებაა.

საქმე იქამდეა, რომ “RAINE GROUP” -ც ჩაერთო. ფინანსური კომპანია, რომელიც ტოდ ბოელს ეხმარებოდა “ჩელსის” შეძენაში.

“იუნაიტედისთვის” ყველაფერი განსხვავებულადაა. 1.1 მილიარდი ქომაგი და გამომწერი მსოფლიოს მასშტაბით. ეშმაკების შეძენა კი მინიმუმ 5.5 მილიარდი გირვანქა დაჯდება, რაც ცოტა ნაღდად არაა. გლეიზერები “ემიუს” 17 წელია აკონტროლებენ.

აქვე, ეს ფოტოც, რადგან ფინანსური მარკეტი ძალზე მნიშვნელოვანი ადგილია და ბოლო 9 საათში “ემიუს” აქციების ფასს 17%-იანი აღმასვლა ჰქონდა.

ვნახოთ, იქამდე კი მუნდიალს შევექცეთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მუნდიალისთვის დაბადებული კაცი – გაიცანით გილერმო ოჩოა!

არგენტინის წაგება საუდის არაბეთთან მუნდიალების ისტორიაში მთავარი სენსაციაა