ხვალ, თბილისის დროით, 17:00 საათზე პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” “რაგბი ევროპის სუპერთასის” შეხვედრას კრასნოიარსკის “ენისეის” წინააღმდეგ გამართავს და პენზას “ლოკომოტივთან” მარცხის შემდეგ, გულშემატკივართა თვალწინ რეაბილიტაციას შეეცდებიან.
მატჩამდე Sport4me.ge-სთან “შავი ლომის” მორაგბემ მიხეილ ბაბუნაშვილმა ისაუბრა.
“ენისეი რუსეთის მოქმედი ჩემპიონია და ევროტურნირებზე თამაშის დიდი გამოცდილებაც აქვთ. პენზას “ლოკომოტივს” ეს გუნდი ბევრად აღემატება. საკმაოდ ძლერი ლეგიონერები ჰყავთ, მაგრამ თავს არ დავზოგავთ გამარჯვებისთვის. პენზელებთან ძალიან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. რუსებთან საშინაო კედლებში წაგება ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის. მიზეზი ალბათ მოწინააღმდეგის დაუფასებლობა იყო. მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ, მაგრამ საბოლოო ფაზაში ბევრს ვცოდავდით. “ენისეისთან” ღირსების თამაშია და ყველაფერს გავიღებთ გამარჯვების მოსაპოვებლად”, – გვითხრა მიხეილ ბაბუნაშვილმა.
GIPHY App Key not set. Please check settings