მადრიდის „რეალი“ და კილიან მბაპე ოფიციალურად გაფორმდნენ.
ფრანგმა ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი მოაწერა.
ცერემონია „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და მასში მონაწილეობდა კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, ასევე „რეალის“ კიდევ ერთი ფრანგი ლეგენდა ზინედინ ზიდანი.
მბაპემ 9-ნომრიანი მაისურით გადაიღო ფოტო საკლუბო ტროფეების ფონზე. მერე კი ფრანგის პრეზენტაცია 80 ათასი გულშემატკივრებისს წინაშე შედგა. მაყურებელი ახალ კუმირს დიდი ოვაციით შეხვდა
25 წლის მბაპე „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. კონტრაქტი 5-წლიანია.
მბაპემ რამდენჯერმე აკოცა „რეალის“ ემბლემას – სიტყვით გამოსვლისას და ბურთის კენწვლისას.
კილიანი:
„რეალში თამაში ჩემი ბედისწერა იყო. ოცნებას ვერ იყიდი.
ვოცნებობ შევესაბამებოდე „რეალის“ ისტორიას. სიცოცხლეს დავთმობ ამ კლუბისა და ემბლემისთვის.
მსოფლიოს უდიდეს გუნდში მოვხვდი. მხოლოდ გამარჯვება მინდა. Hala Madrid!“
GIPHY App Key not set. Please check settings