საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფში ულაპარაკოდ დაამარცხა სომხეთი 6:1 (პირველი თამაში 3:0). შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე წარმატება ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა.
ვილი სანიოლი:
„B დივიზიონში დარჩენა გვსურდა, რადგან ამ დონეზე თამაში განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კმაყოფილი ვარ თამაშით, განსაკუთრებით პირველი ტაიმით. მეორე ნახევარში ინტენსიობის შენარჩუნება რთული იყო, მაგრამ საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. ბიჭები შეცვლაზე კარგად შევიდნენ და შეკრებას კარგ ხასიათზე ვასრულებთ.
დიახ, მიქაუტაძე საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდაა და კიდევ უკეთესი გახდება თუ კლუბში უფრო მეტს ითამაშებს. მისი მენტალიტეტიც ასეთია, მიღწეულით არასოდეს კამყოფილდება.
3-4 წლის წინ 3 მცველით თამაში ფეხბურთელების რესურსიდან გამომდინარე გადავწყვიტე. ახლა სიტუაცია იცვლება.
რაც შეეხება ტაქტიკას და 4 მცველზე გადასვლას, გოგლიჩიძემ და ლოჩოშვილმა ერევანში ძალიან კარგად ითამაშეს, თანაც ერთად პირველად გამოვიდნენ. საბას სახით ძალიან პერსპექტიული მოთამაშე შეგვემატა. დღეს კაშია იყო და მისი შესაძლებლობები ყველამ ვიცით. კმაყოფილი ვარ როგორც დაცვით, ასევე ნახევარდაცვით.
ახლა მთავარია შემოდგომის თამაშებისთვის მოვემზადოთ. მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია ძნელია ის სკამზე დასვა. მესმის, რომ სხვებსაც მეტი სათამაშო დრო უნდათ, მაგრამ მეტი იშრომონ და სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებენ.
ზაფხულში ევროპის ჩემპიონატისთვის ახალგაზრდულ ნაკრებს ფეხბურთელებს დავუთმობთ. ეს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებულია.
ჩემი ნება რომ იყოს, ნიდერლანდებს შევხვდებოდი, რადგან ესპანელებს ბოლო დროს ბევრჯერ ვეთამაშეთ. ვინც არ უნდა შეგვხვდეს, მთავარია, ვიბრძოლოთ და წარმატებას მივაღწიოთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings