in ,

As.com: პენალტის აღებასთან ძალიან ახლოს იყო

ლა ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის “ვალენსია” “ოსასუნასთან” შინ 1:2 დამარცხდა. გიორგის, ისევე როგორც მთელ “ვალენსიას”, გამორჩეული მატჩი არ ჰქონია.

პენალტის ეპიზოდში კი, იგი ძალიან ახლოს იყო 11-მეტრიანი დარტყმის მოგერიებასთან, კუთხეც გამოიცნო, მაგრამ…

მამარდაშვილის თამაშს ესპანური As.com ეხმიანება.

“თითქმის მთელი “მესტალია” მამარდაშვილის მიერ პენალტის მოგერიების აღნიშვნას აპირებდა. ქართველმა მეკარემ კუთხეც გამოიცნა, მაგრამ ჩიმი ავილას დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, მამარდაშვილმა მისი აღება ვერ შეძლო. მეორე დარტყმის დროსაც ბუდიმირს იმდენად ზუსტი დარტყმა გამოუვიდა, ქართველი მეკარის დადანაშაულება არ შეიძლება”, – წერს გამოცემა.

მომდევნ0 მატჩი “ვალენსიას” “ვილიარეალთან” აქვს. სეზონის მთავარ მატჩს კი, 23 აპრილს “ლა კარტუხაზე” გამართავს და კოპა დელ რეის ფინალში “ბეტისს” შეხვდება.

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, სევილიელების წინააღმდეგ სეზონის მთავარ მატჩში “ღამურების” კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უკვე მომდევნო ტურში… – XXX ტური

როცა რეალთან მოგების გეშინია – XXXII ტური