ესპანეთის ლა ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში “ვალენსია” სტუმრად “ალავესთან” 1:2 დამარცხდა.
“ღამურების” კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა. მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, 21 წლის ქართველ მეკარეს საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა და მისი ეს თამაში ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა As-მაც გამოარჩია.
მამარდაშვილის 3 სეივი:ვალენსია ალავესთან დამარცხდა
მამარდაშვილის შეფასება ალავესთან მატჩში
“ქართველმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა. დასაწყისში ერთი-ერთზე ბრწყინვალე ბურთი აიღო. პირველი გაშვებული გოლის ეპიზოდშიც მან ესკალენტეს თავური დარტყმა მშვენიერ ნახტომში მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გუნდი მეორედ ვეღარ გადაარჩინა”, – წერს ესპანური გამოცემა.
GIPHY App Key not set. Please check settings