ესპანურ მედიაში ახალგაზრდა, პერსპექტიული ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შესახებ საუბრები არ წყდება. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა As sწერს, რომ ქართველ მეკარეს, რომელსაც დიდი ხანია არ უთამაშია, ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში საკმაოდ კარგი სთაბეჭდილება დატოვა, მან თავდაჯერებულობის განცდა დაიბრუნა და სამომავლოდ “ვალენსიას” გამოადგება.
“გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებთან ერთად უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან “ვალენსიაში” 22 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია და დიდი ალბათობით არც ნაკრებში მოუწევდა თამაში, გადაწყდა, რომ გიორგის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ინგლისის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ეთამაშა. ქართველ ფეხბურთელთა განწყობას თუ გავითვალისწინებთ, ისინი ამ შეხვედრას არ მიუდგნენ როგორც ამხანაგურს და ბრწყინვალე ფეხბურთიც შემოგვთავაზეს. მამარდაშვილმა კი სახეზე ღიმილი დაიბრუნა.
ქართველ მეკარეს ლა ლიგაში კარგი დებიუტი ჰქონდა, რომელიც საწყის ტურებში 6 მატჩის ჩატარებით შემოიფარგლა, თუმცა, ბოლოს მას არადამაჯერებლობა შეეტყო და ყოველივე ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვად დაუჯდა.
ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებთან თამაში მამარდაშვილისთვის ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი იყო. ის კიდევ ბევრჯერ დაამტკიცებს, რომ ლა ლიგის დონის მეკარეა.. მამარდაშვილი დღემდე თბილისის “დინამოს” ეკუთვნის და ახლა მხოლოდ მისი გამოსყიდვააა საჩქარო, რომელიც “ვალენსიამ” უნდა გააკეთოს”, – წერს გამოცემა.
GIPHY App Key not set. Please check settings