in ,

As.com: გაშვებული გოლები მამარდაშვილის ბრალი არ ყოფილა

ლა ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში “ვალენსია” საკუთარ მოედანზე “ბეტისს” დაუპირისპირდა და უსახური ფეხბურთით 0:3 დამარცხდა.

გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 2 სეივი გააკეთა, მაგრამ 3 გოლი გაუშვა. whoscored.com-მა 21 წლის ქართველ მეკარეს ყველაზე დაბალი შეფასება დაუწერა.

As.com წერს, რომ მამარდაშვილს თავისი გუნდის გადარჩენა არ გამოუვიდა, მაგრამ გაშვებულ გოლებში მისი დადანაშაულება უსაფუძვლოა.

“ვალენსიამ” “მესტალიაზე მორიგი უსახური თამაში ჩაატარა. გიორგიმ კანალესის რთული დარტყმაც მოიგერია, მაგრამ გუნდის გადარჩენა ვერ მოახერხა. “ღამურების” დაცვა მთელი მატჩი საშინლად მოქმედებდა და გაშვებულ გოლებში ქართველი მეკარის დადანაშაულება რთულია”, – წერს ესპანური გამოცემა.

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” მაისურით 18 შეხვედრა გაატარა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლეო დათანხმდა: მესი საუდის არაბეთის სახე ხდება

კვარაცხელია სპალეტისთან უფრო გაიზრდება და ნაპოლისაც წარმატებებს მოუტანს: დანიელე ადანი