კრიშტიანუ მუნდიალს დაემშვიდობა, მაგრამ რონი რისი რონი იქნებოდა სულ რომ ყურადღების ცენტრში არ იყოს. 37 წლის სუპერვარსკვლავი უგუნდოდაა და ვის აღარ დაუკავშირეს მისი მომავალი. სულ ბოლო ვერსიით, რონი “ალ ნასრიში” გადადის და 2 წელიწადში 500 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მაგრამ მალევე დაიწერა, რომ რონალდუს ევროპაში დარჩენა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.
“AS” კი გვატყობინებს, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და ჟორჟე მენდეშის გზები იყოფა, დაინტერესებული კლუბები პირდაპირ რონალდუს ეკონტაქტებიან და მენდეში თამაშგარეშია.
GIPHY App Key not set. Please check settings