მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ახალი სეზონიდან ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს. ჩვენიანმა კი აქამდე ნაყოფიერი დრო გაატარა „ლევანტეში“, მით უმეტეს, რომ წარმატებული გამოდგა ბოლო სეზონი, რადგან გუნდმა ლა ლიგაში გადასვლის უფლება მოიპოვა.
ქართველი ფეხბურთელი აწ უკვე თავის ყოფილ გუნდს სოციალურ ქსელში ემოციურად დაემშვიდობა.
„დღეს ვეუბნები ნახვამდის კლუბს, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. დიდი მადლობა „ლევანტეს“ ასეთი დაფასებისთვის. ყოველთვის ვიქნები ერთ-ერთი თქვენთაგანი“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.
ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ 6 სეზონია თამაშობს.
GIPHY App Key not set. Please check settings