in

adidas-მა რუსებთან თანამშრომლობა გაწყვიტა

რუსული ფეხბურთის იზოლაცია გრძელდება.

adidas-მა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ურთიერთობა შეწყვიტა.

მხარეები 2008 წლის შემდეგ თანამშრომლობდნენ. მაშინ გერმანელებმა 10-წლიანი შეთანხმება შეთავაზეს ფანტასტიური პირობებით – ამ პერიოდში სასპონსორო გარიგება 100 მლნ ევროზე მეტი იყო.

გასული წლის ბოლოს კონტრაქტი 2026 წლამდე გახანგრძლივდა.

14-წლიანი თანამშრომლობისას „ადიდასმა“ რამდენიმე ფორმა შექმნა.

მოგეხსენებათ, ფიფამ და უეფამ რუსული კლუბები და რუსეთის ნაკრები გუნდები საერთაშორისო შეჯიბრებებიდან გარიყა. უეფამ კონტრაქტი გაწყვიტა „გაზპრომთანაც“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზივზივაძე უნგრეთში ტურის საუკეთესოდ აღიარეს

ეს ცხოვრების საუკეთესო მომენტია, ჩემი მეგობრები ვერ იჯერებენ: 11 წლის ბიჭმა ლივერპულის თასი ასწია