ივლისში სტარტს ირებს ქალთა წლის მთავარი ტურნირი – ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიაში.
Adidas-მა უკვე წარადგინა ტურნირის მონაწილეების საგარეო ეკიპირება. ეს გუნდები გალავთ ესპანეთი, გერმანია, იტალია, შვედეთი, ბელგია და უელსი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქალებს ცალკე ფორმას ჩუქნიან: მაგალითად, გასულ ევროპის ჩემპიონატზე კომპანიამ გუნდებისთვის ორი კომპლექტი კი მოამზადა და 2023 წელს ეს სილამაზე გააკეთა:

ახალი ფორმების დიზაინი შთაგონებულია თითოეული ქვეყნის უნიკალური კულტურული მახასიათებლებისგან, აერთიანებს თანამედროვე ფერებს ტრადიციულ ელემენტებთან:
შევხედოთ გუნდების მაისურებს.
მსოფლიო ჩემპიონის მაისური პატივს სცემს კუბიზმს, რომლის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო პაბლო პიკასო. საყელოს ქვეშ არის ოლგა კარმონას სილუეტი იმ მომენტში, როდესაც მან გამარჯვების გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.

2019 წლის შემდეგ პირველად წითელია გერმანიის ნაკრების მაისური. დიზაინერები შთაგონებული იყვნენ გერმანული ქუჩის ხელოვნებით.

იტალიური ფორმის დიზაინზე გავლენა მოახდინა რენესანსის რეალიზმისა და ნატურალიზმის მოძრაობებმა.

მეტსახელი “წითელი ჩირაღდნები” გეომეტრიულ აბსტრაქტულ ხელოვნებასთან ერთად საფუძვლად დაედო ბელგიის ნაკრების დიზაინს.

შვედები ითამაშებენ ფორმაში, რომელშიც გამოსახულია ფირუზისფერ-ლურჯი ფერის სქემა ღია ყვითელი აქცენტებით და აბსტრაქტული დიზაინით შთაგონებული შვედი ხელოვანებით.

უელსელი ქალები ევროპის ჩემპიონატზე პირველად მიიღებენ მონაწილეობას. მათი კომპლექტი მიუთითებს ერთგულებისა და ერთიანობის უძველეს სიმბოლოზე.

დეკემბერში adidas-მა ევრო 2025-ის ოფიციალური ბურთი წარადგინა.
ბურთს ეწოდება “Konektis”. იგი შესრულებულია ნათელ ფერებში ტურნირის მასპინძელი ქალაქების მოტივებით.
Adidas ასევე აპირებს ქალთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩის ბურთის შექნას.

GIPHY App Key not set. Please check settings