in

ბითაძემ უქულოდ დაამთავრა: პეისერსი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა

NBA-ში დღეს გამთენიისას ითამაშა გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა”, რომელიც “ფილადელფიას” დაუპირისპირდა და 114:130 დამარცხდა. “ინდიანასთვის” ეს ზედიზედ მეოთხე წაგებაა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 10 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ქულების დაგროვება ვერ მოახერხა. მის ანგარიშზე მხოლოდ 1 მოხსნა და 1 პასია. გოგამ სამჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა. ქართველმა კალათბურთელმა სამჯერ სცადა 2-ქულიანის კალათში სროლა, მაგრამ უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, გოგა ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი +2 იყო, რაც “ინდიანაში” მესამე მაჩვენებელი გახლდათ.

სეზონის საკმაოდ კარგი სტარტის მიუხედავად, “ინდიანამ” ბოლოს წაგებები დაიწყო და ამჯერად გუნდი მეცხრე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს “პეისერსი” 4 მარტს “კლივლენდის” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ ანორთოსისს ქულა გადაურჩინეს

მალხაზ ურჯუკაშვილი: გუნდებს აძალებენ არჩევნებზე ტყემალაძეს მიეცით ხმაო და ამათ სურთ რაგბის განვითარება?!