in

ვიდეო: ავარა – რას იმღერებენ ზლატანი და სინიშა სან-რემოზე

„მილანის“ ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და „ბოლონიას“ მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი სან-რემოს მუსიკალურ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.

იბრა სან-რემოს ფესტივალსა და ფეხბურთს შორის იხლიჩება: 6 დღეში 4 მუსიკალური საღამო და 2 თამაშია

ხუთშაბათს ისინი იმღერებენ იტალიური ჯგუფის I Nomadi სიმღერას Io vagabondo („ავარა“). ეს სიმღერა 1972 წელს დაიწერა.

მისამღერი ასეთია:

Io, vagabondo che son io, vagabondo che non sono altro,
soldi in tasca non ne ho, ma lassù mi è rimasto Dio.

თარგმანი:

მე მაწანწალა ვარ და მეტი არაფერი,
ჩემს ჯიბეში ფული არ არის, მაგრამ ჩემთან დარჩა ღმერთი.

გუშინ ცნობოლი გახდა, რომ იბრამ ტრავმა მიიღო და 10 დღეს გამოტოვებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალმა ვეღარ მოიგო და მესამე ადგილზე ჩამოვიდა

ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ ანორთოსისს ქულა გადაურჩინეს