ქართულ რაგბიში კრიზისი გრძელდება და ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს. არჩევნები, რომლებიც ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში უნდა გამართულიყო, ამ დრომდე არ ჩატარებულა სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ სარაგბო ოჯახი ორადაა გაყოფილი.
რაგბიში კალაძე და მერია ერთვებიან?! ჩხუბი, ბრალდებები და ისევ ჩაშლილი არჩევნები
ბობა კვინიხიძე: უნდათ ომი? მიიღებენ სათანადო პასუხს
ქართულ რაგბიში არსებულ კრიზისსა და მძიმე ვითარებაზე სასაუბროდ Sport4me.ge გამორჩეულ ვეტერან ქართველ მორაგბეს ვიქტორ კოლელიშვილს დაუკავშირდა და მცირე კომენტარი ჩამოართვა.
“ფაქტია, რომ გარკვეულ ადამიანთა ჯგუფს არ სურს რაგბის განვითარება და ზედმეტად ერევიან შიდა საქმეებში. არჩეული პრეზიდენტი არალეგიტიმურად სცნეს, რასაც არ მივესალმებით მორაგბეების ის ნაწილი, რომლებსაც მართლა ბევრი გვაქვს რაგბისთვის გაკეთებული. ძალიან ბევრი გამორჩეული მორაგბე ირაკლი აბუსერიძის გვერდითაა. კიდევ არ ვჩანვართ რამდენი ვართ და ამას მალე დაინახავენ.
იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც წლების განმავლობაში საქართველოს და ქართული რაგბის სახელი საზღვრებს გარეთ გაჰქონდათ, ერთად უნდა ვიზრუნოთ ქართული რაგბის პროგრესისთვის და ვიღაცეებმა მათ ხელი არ უნდა შეუშალონ”, – ამბობს ვიქტორ კოლელიშვილი.
რაგბი მორაგბეებს! კობახიძის გავლენა რაგბისაც გადაწვდა?!
ვიქტორ კოლელიშვილი სარაგბო კლუბ “ლელოს” აღზრდილია. სხვადასხვა დროს ფრანგულ “კლერმონსა” და “ლიონში” თამაშობდა. “ბორჯღალოსნების” კვართით ვიტოს 50 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 ლელო დადებული.
GIPHY App Key not set. Please check settings