ყაზახური ვებგვერდის vesti.kz-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებიც ვიცე-კაპიტნის გურამ კაშიას შეძენით ყაზახეთის საუკეთესო გუნდი “ასტანაა” დაინტერესებული.
“ასტანამ” ყაზახეთის პრემიერლიგის 2020 წლის სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში უეფას ახალ საკლუბო ტურნირზე, კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.
მოგეხსენებათ, გურამ კაშია ბოლოს აშშ-ში, “სან ხოსეში” გამოდიოდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ვაკო ყაზაიშვილთან ერთად დატოვა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტია.
33 წლის ქართველი ფეხბურთელი თბილისის “დინამოს” აღზრდილია და 2003-10 წლებში საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის შემადგენლობაში თამაშობდა.
2010 წელს კი, არნემის “ვიტესში” ჩაირიცხა. ნიდერლანდებში ყოფნისას გურამმა ქვეყნის თასის მოგება შეძლო.
ამჟამად, გურამ კაშია თბილისის “ლოკომოტივთან” ერთად ვარჯიშობს და როგორც თავად აღნიშნა, რამდენიმე კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და მათ შორის ერთ-ერთი “ლოკომოტივიცაა”.
GIPHY App Key not set. Please check settings