ჯორჯინიო ვეინალდუმთან კონტრაქტის განახლებაზე საუბარი დასრულდა. 6-წლიანი “ენფილდური” კარიერა ივნისში დასრულდება და, შესაბამისად, საჭიროა ნიდერლნდელის შეცვლა, რაც იოლი ამბავი არაა.
გერმანულ “კიკერს” თუ დავუჯერებთ, “ლივერპულელები” ფლორიან ნოიჰაუსის ტრანსფერზე არიან ფოკუსირებული. “გლადბახის” 23 წლის ნახევარმცველმა უკვე 3 ოფიციალური მატჩის ჩატარება მოასწრო გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში, ხოლო მიმდინარე სეზონში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ნოიჰაუსის გამოსასყიდი თანხა 35 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რაც გარკვეულწილად უადვილებს საქმეს “ენფილდის” ბინადრებს.
in ფეხბურთი
GIPHY App Key not set. Please check settings