in

ფერნანდო ალონსოს მანქანა დაეჯახა: ის მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

„ფორმულა 1“-ის პილოტი ფერნანდო ალონსო ავარიაში მოყვა – ველოსიპედით სეირნობის დროს მრბოლელს მანქანა დაეჯახა. ესპანელი გონზეა და თავს ნორმალურად გრძნობს. მედიკოსები დამატებითი კვლევების ჩატარებას დღეს გეგმავენ.

„პირველმა რენტგენოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ალონსოს სახის ძვლები აქვს დამტვრეული და კბილებიც დაკარგა. მან შესაძლოა სეზონის სტარტი გამოტოვს“, – იუწყება გამოცემა Gazzetta dello Sport.

39 წლის ალონსო გეგმავდა, რომ 3-წლიანი შესვენების შემდეგ დიდ სპორტში დაბრუნებულიყო. მრბოლელს „ალპინის“ შემადგენლობაში უნდა ეასპარეზა.

ფერნანდო ალონსო „ფორმულა 1“-ის ორგზის ჩემპიონია (2005, 2006 წწ) და ორივე ტიტული მან „რენოს“ გუნდში ყოფნის დროს მოიპოვა. ალონსო ჩემპიონატში 2001-დან 2018 წლამდე გამოდიოდა.

„ფორმულა 1“ სტარტს 28 მარტს ბაჰრეინში აიღებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ინდიანას საბონისმა მოაგებინა – გოგამ მხოლოდ 2 წუთი ითამაშა

ამ ლამაზმანის დაყოლიება ნებისმიერი ტურნირის მოგებაზე რთული აღმოჩნდა, მაგრამ ღირდა: ფოტოები